სკუდერია ფერარი
სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari S.p.A. იტალიურად: [skudeˈriːa ferˈraːri] ) — იტალიური მდიდრული ავტომობილების მწარმოებლის, ფერარის სარბოლო განყოფილება და სარბოლო გუნდი, რომელიც ასპარეზობს ფორმულა ერთში. გუნდს ასევე ცნობილია მეტსახელით ,,ყალყზე მდგარი ცხენი" (The Prancing Horse), მათი ლოგოდან გამომდინარე. ეს არის ყველაზე ძველი კვლავ მოასპარეზე და ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელიც მონაწილეობდა ყველა მსოფლიო ჩემპიონატში 1950 წლის სეზონის შემდეგ.[5] გუნდი დაარსდა ენცო ფერარის მიერ, თავდაპირველად ალფა რომეოს მიერ წარმოებული სარბოლო მანქანებისთვის. თუმცა, 1947 წლისთვის Ferrari-მ დაიწყო საკუთარი მანქანების შექმნა. ფორმულა 1-ის მიღმა მის მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა გამარჯვებები მსოფლიო სპორტულ ჩემპიონატში, ლე მანის 24 საათში, სპას 24 საათში, დეიტონას 24 საათში, სებრინგის 12 საათში, ბათერსთის 12 საათში, რბოლები Grand Tourer მანქანებისთვის და რბოლა საგზაო კურსებზე Targa Florio, Mille Miglia და Carrera Panamericana. გუნდი ასევე ცნობილია გულმხურვალე გულშემატკივრების ჯგუფით, რომელიც ცნობილია სახელით ტიფოსი. იტალიის გრან პრი მონცაში განიხილება, როგორც გუნდის საშინაო რბოლა.
სრული სახელი | Scuderia Ferrari |
---|---|
ბაზა |
მარანელო, მოდენას პროვინცია, იტალია 44°31′59″N 10°51′47″E / 44.533124° ჩ. გ. 10.863097° ა. გ. |
გუნდის ხელმძღვანელ(ებ)ი | ფრედერიკ ვასო[1] |
ტექნიკური დირექტორები |
ენრიკო კარდილე (შასის არე) ენრიკო გვალტიერი (ენერგობლოკის არე) დეივიდ სანჩესი (ბოლიდის კონცეფცია) ფაბიო მონტეჩი (შასის პროექტი) ენრიკო რაჩა (მოწოდების ჯაჭვისა და წარმოების უფროსი) |
დამფუძნებელი | ენცო ფერარი |
ვებგვერდი | ferrari.com/formula1 |
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 | |
პილოტები |
16. შარლ ლეკლერი[2] 55. კარლოს საინზ უმცროსი[3] |
სატესტო პილოტები |
ანტონიო ჯიოვინაცი რობერტ შვარცმანი [4] |
შასი | SF-23 |
ძრავი | ფერარი 066/10 |
საბურავები | Pirelli |
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა | |
პირველი გამოჩენა | მონაკოს გრან პრი 1950 |
ძრავები | ფერარი |
კონსტრუქტორთა ჩემპიონი | 16 (1961, 1964, 1975, 1976, 1977, 1979, 1982, 1983, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2007, 2008) |
მსოფლიო ჩემპიონი | 15 (1952, 1953, 1956, 1958, 1961, 1964, 1975, 1977, 1979, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2007) |
როგორც ფორმულა 1-ის კონსტრუქტორს, ფერარის მოგებული აქვს რეკორდული 16 კონსტრუქტორთა ჩემპიონატი. აღნიშნული მათ ბოლოს 2008 წელს მოიგეს. გუნდის სახელით მსოფლიო ჩემპიონატი 8 სხვადასხვა პილოტს რეკურდულ, 15 ჯერ აქვს მოგებული. ეს პილოტები არიან ალბერტო ასკარი, ხუან მანუელ ფანხიო, მაიკ ჰოთორნი, ფილ ჰილი, ჯონ სორტისი, ნიკი ლაუდა, ჯოდი შეხერი, მიხაელ შუმახერი და კიმი რაიკონენი.[6] რაიკონენის ტიტული 2007 უკანასკნელია გუნდისთვის. 2020 წლის ტოსკანას გრან პრი იყო ფერარის 1000 ტურნირი ფორმულა ერთში.
მიხაელ შუმახერი გუნდის ყველაზე წარმატებული მძღოლია. ის გუნდს 1996-ში შეუერთდა და გუნდის სახელით ბოლიდს 2006-ში პენსიაზე პირველ გასვლამდე მართავდა. მან მოიგო ზედიზედ ხუთი მსოფლიო ჩემპიონატი და 72 გრანპრი. მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ზედიზედ 2000-დან 2004-მდე, გუნდმა კი კონსტრუქტორთა ჩემპიონის ტიტულის დაუფლება ზედიზედ მოახერხა 1999-დან 2004მდე. ეს გუნდის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდად ითვლება. 2023 წლის სეზონზე გუნდის პილოტები არიან შარლ ლეკლერი და კარლოს საინზ უმცროსი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Vasseur to replace Binotto as Ferrari Team Principal (13 December 2022). ციტირების თარიღი: 13 December 2022
- ↑ Elizalde, Pablo. (23 December 2019) Charles Leclerc's Ferrari F1 deal extended until end of 2024 season en. Autosport. ციტირების თარიღი: 19 June 2022
- ↑ Carlos Sainz: Spanish driver signs new Ferrari contract until 2024 Formula 1 season en. ციტირების თარიღი: 18 June 2022
- ↑ Ferrari confirm their F1 reserve and development drivers for 2023 (19 January 2023).
- ↑ Ferrari. ციტირების თარიღი: 6 February 2016
- ↑ Scuderia Ferrari Formula 1. Scuderia Ferrari. ციტირების თარიღი: 5 February 2016