შარლ ლეკლერი

მონაკოელი მრბოლელი

შარლ მარკ ერვე პერსივალ ლეკლერი[2] (ფრანგ. Charles Marc Hervé Perceval Leclerc წარმოთქმა ფრანგულად: ​[ʃaʁl ləklɛʁ]; დაბადებულო: 16 ოქტომბერი 1997) — მონაკოელი მრბოლელი, ახლა ასპარეზობს ფორმულა ერთში სკუდერია ფერარისთვის. მან მოიგო GP3 სერიის ჩემპიონატი 2016-ში და ფორმულა ორის ჩემპიონატი 2017-ში.

შარლ ლეკლერი

ლეკლერი 2020-ში
დაიბადა შარლ მარკ ერვე პერსივალ ლეკლერი
16 ოქტომბერი, 1997 (1997-10-16) (26 წლის)
მონტე კარლო,მონაკო
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება მონაკოს დროშა მონაკოელი
გუნდი 2023 ფერარი[1]
რბოლა 103
ჩემპიონი 0
მოგება 5
კვარცხლბეკი 24
ქულები 868
პოულ პოზიცია 18
უსწრაფესი წრე 7
პირველი რბოლა ავსტრალიის გრან პრი 2018
პირველი მოგება ბელგიის გრან პრი 2019
ბოლო მოგება ავსტრიის გრანპრი 2022
ბოლო რბოლა აბუ დაბის გრან გრი 2022
2022 პოზიცია მე-2 (308 ქულა)
ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი
ბოლოს განახლდა: 2023 წლის სეზონის დაწყებამდე.
ხელმოწერა

ფორმულა ერთში ლეკლერის დებიუტი შედგა 2018 წელს Sauber-ის გუნდში. ამ გუნდმა ბოლო წელი ბოლო პოზიციაზე დაასრულა, ლეკლერის მონაწილეობით კი შეძლო კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-8 ადგილის დაკავება. მას ჰქონდა უკეთესი რეიტინგი Sauber-ის ორ პილოტს შორის. შემდეგ წელს ის ფერარის შეუერთდა და გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა პილოტი რომელმაც მოიპოვა პოულის პოზიცია (2019 წლის ბაჰრეინის გრან პრიზე). 2019 წელსვე მან მოიპოვა კარიერის პირველი გამარჯვება ბელგიაში. მან 2019 წელს ყველაზე მეტჯერ მოიპოვა პოულის პოზიცია და მოიგო FIA-ს შესაბამისი პრიზი. ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა რომელმაც ეს პრიზი მოიპოვა. ამ პრიზის მოპოვება შეძლო მან 2022 წელსაც.

2022 წლის ბოლოსთვის, ლეკლერს მოგებული ჰქონდა 5 გრან პრი და 18 პოულის პოზიცია. მას ეკავება სკუდერია ფერარის პილოტის სავარძელი როგორც მინიმუმ 2024 წლის სეზონის ბოლომდე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Elizalde, Pablo. (23 December 2019) Charles Leclerc's Ferrari F1 deal extended until end of 2024 season en. Autosport. ციტირების თარიღი: 19 June 2022
  2. TIL that Leclerc's full name is Charles Marc Hervé Percival Leclerc. ციტირების თარიღი: 11 November 2020