ანდრეას ნიკოლაუს (ნიკი) ლაუდა (გერმ. Andreas Nikolaus (Niki) Lauda (დ. 22 თებერვალი, 1949, ვენა, ავსტრია — გ. 20 მაისი, 2019, ციურიხი, შვეიცარია) — ავსტრიელი ავტომრბოლელი და ბიზნესმენი, ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ავიაკომპანია „ლაუდა ეარ“-ის დამაარსებელი. კომენტატორი გერმანულ არხზე RTL და რბოლების ექსპერტი. სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა პირველი ორი ტიტული 1975 და 1977 წლებში, „ფერარისთან“ ერთად მოიგო, მესამე კი, 1984 წელს, „მაკლარენთან“ ერთად. კარიერის განმავლობაში, ლაუდამ 171 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 25 მოიგო და პოდიუმზე 54-ჯერ ავიდა.

ნიკი ლაუდა

ნიკი ლაუდა 1982 წელს
დაიბადა 22 თებერვალი, 1949
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 20 მაისი, 2019 (70 წლის)
ციურიხი, შვეიცარია
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანელი
წლები 1971–1979, 1982–1985
გუნდ(ებ)ი March, BRM, Ferrari, Brabham, McLaren
მანქანის ნომერი 1
რბოლა 177 (171 სტარტი)
ჩემპიონი 3 (1975, 1977, 1984
მოგება 25
კვარცხლბეკი 54
ქულები 420.5
პოულ პოზიცია 24
უსწრაფესი წრე 24
პირველი რბოლა ავსტრიის გრან-პრი 1971
პირველი მოგება ესპანეთის გრან-პრი 1974
ბოლო მოგება ჰოლანდიის გრან-პრი 1985
ბოლო რბოლა ავსტრალიის გრან-პრი 1985

ლაუდას ოჯახის საქმიანობა ბანკირობა იყო, ამის გამო ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ ნიკის ავტოსპორტით გატაცება, ამას კი მოჰყვა ოჯახიდან წასვლა, მან აიღო ბანკიდან კრედიტი, რათა ეასპარეზა ფორმულა 2 ში. ფორმულა ერთში მისი დებიუტი 1971 წელს შედგა. პირველი ქულები კი 1973-ში აიღო. 1974 წელს ლაუდა „ფერარის“ რიგებში გადავიდა და მომდევნო სეზონში საუკეთესოს სტატუსი დაისაკუთრა.

პირველი ტიტულის მოგების შემდეგ 1975 წელს, მან თავისი თასების უმეტესობა გადასვა ადგილობრივ ავტოსერვისს, სანაცვლოდ კი მან მიიღო უფლება, რომ გაერეცხა მათი მანქანები. მან გააფორმა კონტრაქტი ფერარისთან, ამ კონტრაქტით მან საბანკო კრედიტის დაფარვა მოახერხა.

ნიკიმ თავიდანვე, დაამტკიცა, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, როდესაც დიდებული ენცო ფერარი და მის ჯგუფი გააკრიტიკა. ეს ყველაფერი ფერარიმ მოითმინა, რადგან გუნდი განიცდიდა რესტრუქტურიზაციას.

1976 წელს, ნიურბურგრინგის ტრასაზე მძიმე ავარიისას, რა დროსაც მისი „ფერარი“ ცეცხლის ალში გაეხვია, პილოტს სახე დაეწვა და უმძიმესი ნაიარევი დაუტოვა. საგზაო შემთხვევიდან 42 დღის შემდეგ ის დაბრუნდა ფორმულა 1-ში, რითაც ყველა გააოცა. სწორედ ამ სეზონში ტიტულის მოპოვებაში ებრძოდა ჯეიმზ ჰანტს. ბოლო რბოლაში 1976 წელს იაპონიაში, რბოლის პროცესში ნიკიმ გადაიფიქრა რბოლის გაგრძელება, ეს იმით ახსნა, რომ გზის გაგრძელება ძალიან საშიში იყო. ბოლო გრან პრიზე ლიდერი იყო და ჰანტზე 3 ქულით წინ იყო, მაგრამ მან ლაუდას არყოფნის დროს მოახერხა გალიდერება და საბოლოოდ 1976 წლის ფორმულა 1-იც მოიგო, მან მხოლოდ 1 ქულით გაუსწრო ლაუდას. კარიერის დაწყების დროს ნიკის და ჯეიმზს ერთად ჰქონდათ 1 ოთახიანი ბინა ნაქირავები ლონდონში და ახლო მეგობრობა აკავშირებდათ.

ავსტრიელმა მრბოლელმა 1977 წელს მეორე ჩემპიონობა მოიპოვა. ორი წლის შემდეგ კი დიდი სპორტიდან წავიდა, თუმცა „მაკლარენის“ წარმომადგენლების სარფიან შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა და ბრიტანული საჯინიბოს ბოლიდი ჩაიბარა. ნიკიმ საკუთარი სიძლიერე „მაკლარენშიც“ დაადასტურა და 1984 წელს ფორმულა ერთის ტრიუმფატორი კიდევ ერთხელ გახდა.

კარიერის დასრულების შემდეგ 1980-იან წლებში მან ავიაკომპანია Lauda Air-ი დააარსა. პარალელურად ის ფორმულა 1-ის მერსედესის გუნდის არააღმასრულებელი დირექტორი გახდა და დიდი როლი ითამაშა მერსედესის წარმატებაში.

ცხოვრების მანძილზე ლაუდამ არაერთი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, მათ შორის ორჯერ თირკმლის გადანერგვა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში ფილტვის. მეორე თირკმელი ლაუდას 2005 წელს მაშინდელმა მისმა მეგობარმა ქალმა, ბირჯიტ ვეცინგერმა მისცა, რომელიც მის ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლად მუშაობდა. 2008 წელს წყვილმა იქორწინა. 2009 წელს მათ ტყუპები შეეძინათ. წინა ურთიერთობებიდან ლაუდას კიდევ სამი ვაჟი ჰყავს.

2019 წლის 20 მაისს, ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკი ლაუდა ძილში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lauda, Niki; Völker, Herbert (1987) To Hell And Back: An Autobiography. Corgi. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება