როდიონ მალინოვსკი
როდიონ მალინოვსკი (რუს. Родион Яковлевич Малиновский) (დ. 23 ნოემბერი, 1898, ოდესა, უკრაინა — გ. 31 მარტი, 1967, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი 1957–1967 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირება- 1914-1918 - პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.
- 1919 - წითელ არმიაში.
- 1926 - სკკპ წევრი.
- 1930 - დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
- 1941, მარტი - 48-ე მსროლელი კორპუსის სარდალი.
- 1941, ივნისი - გენერალ-მაიორი.
- 1941, აგვისტო - მე-6 არმიის სარდალი.
- 1941, დეკემბერი - სამხრეთის ფრონტის სარდალი.
- 1942, აგვისტო - 66-არმიის სარდალი.
- 1942, ოქტ.-ნოემბ. - ვორონეჟის ფრონტის ჯარების სარდლის მოადგილე.
- 1942, ნოემბერი - სარდლობდა მე-2 გვარდიულ არმიას.
- 1943, თებერვალი - სამხრეთის ფრონტის სარდალი.
- 1943, მარტი - სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის (20 ოქტ. 1943-დან გარდაიქმნა მე-3 უკრაინულ ფრონტად) სარდალი.
- 1944, მაისი - მე-2უკრაინული ფრონტის სარდალი.
- მალინოვსკის სარდლობის ქვეშ მყოფი ჯარები წარმატებით მოქმედებდნენ საზღვრისპირა ბრძოლებში,ბარვენკოვო- ლოზოვის ოპერაციაში, ხარკოვის ბრძოლაში (1942), დონბასის ოპერაციაში (1942), სტალინგრადის ბრძოლაში, ზაპოროჟიეს, ნიკოპოლ-კრივოროჟის, ოდესის, იასსი-კიშინიოვის, დებრეცენის, ბუდაპეშტის და ვენის ოპერაციებში.
- 1945, ივლისი - იმიერბაიკალეთის ფრონტის სარდალი, რომლის ჯარებიც მონაცილეობდნენ იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში.
- 1945-1947 - იმიერბაიკალეთ-ამურის სამხედრო ოლქის სარდალი.
- 1947-1953 - შორეული აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდალი.
- 1953-1956 - შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდალი.
- 1956, მარტი - სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე და სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი.
- 1957-1967 - სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი.
- 1956 - სკკპ ცკ-ის წევრი (კანდიდატი 1952-56).
- 1946 - სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრემლის კედელში.
ჯილდოები
რედაქტირება- „ლენინის ორდენით“ 5-ჯერ
- „წითელი დროშის ორდენით“ 3-ჯერ
- „სუვოროვის ორდენით“ I ხარისხის 2-ჯერ
- „კუტუზოვის ორდენით“ I ხარისხის
- ორდენი „გამარჯვება“
- მრავალი საბჭოთა და უცხოური მედალითა და ორდენით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Малиновский Родион Яковлевич / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ TracesOfWar
- ↑ Encyklopedie dějin města Brna — 2004.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ https://www.brno.cz/obcan/vyznamne-osoby-a-vyroci/cestni-obcane-mesta-brna-1918-1989/