კუტუზოვის ორდენი (რუს. Орден Кутузова) — სამხედრო ორდენი. დააწესა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1942 წლის 29 ივლისს. კუტუზოვის ორდენით აჯილდოებენ საბჭოთა არმიის მეთაურებს (მაგ. სარდლებს, შტაბის უფროსებს, დივიზიის, პოლკის, ბატალიონის მეთაურებს) ფრონტის, არმიისა თუ ცალკეული შენაერთის ოპერაციის გეგმის კარგად შემუშავებისა და განხორციელებისათვის. კუტუზოვის ორდენი 3 ხარისხისაა (III ხარისხისა დაწესდა 1943 წლის 8 თებერვალს). I ხარისხის ორდენი ოქროსია, II და III ხარისხისა — ვერცხლის. იბნევენ მკერდის მარჯვენა მხარეს.

I ხარისხი II ხარისხი IIII ხარისხი
მუარის ლენტა

ლიტერატურა რედაქტირება