ჰიგუტი იტიიო (იაპ. 樋口 一葉 ) (ნამდვილი სახელი ნაცუ) (დ. 2 მაისი, 1872, ტოკიო — გ. 23 ნოემბერი, 1896, იქვე) — იაპონელი მწერალი ქალი. დაიბადა პოლიციის წვრილი მოხელის ოჯახში, მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს მძიმე შრომით არჩენდა. კერძო სკოლაში შეისწავლა კლასიკური იაპონური პოეზია. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1892-იდან. შექმნა კლასიკური ნოველა თანამედროვეებზე. მის თხზულებებში რეალისტურადაა აღწერილი უბრალო ხალხის ცხოვრება (ნოველები: "ცხოვრება მიყრუებულ ადგილას", 1892; "მეცამეტე ღამე", "მღვრიე ნაკადი", ორივე 1895).

ჰიგუტი იტიიო
იაპონ. 樋口一葉
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1872(1872-05-02)[1] [2]
დაბადების ადგილი ტოკიო, იაპონიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი, 1896(1896-11-23)[1] [2] [3] [4] [5] (24 წლის)
გარდაცვალების ადგილი Uchisaiwaichō, იაპონიის იმპერია
დასაფლავებულია Yanaka Cemetery და Tsukiji Hongan-ji Wadabori-byōsho[6]
საქმიანობა რომანისტი, მწერალი და ტანკას ავტორი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა იაპონია
Magnum opus Takekurabe და Nigorie

ლიტერატურა

რედაქტირება