უზეირ ჰაჯიბეკოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰაჯიბეკოვი, უზეირ)

უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი (დ. 17 სექტემბერი [ძვ. სტ. 5 სექტემბერი], 1885, სოფ. აღჯაბადი, შუშის მახლობლად — გ. 23 ნოემბერი, 1948, ბაქო) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1938), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.

უზეირ ჰაჯიბეკოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი, 1885(1885-09-18)[1]
დაბ. ადგილი აღჯაბედი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 1948(1948-11-23)[2] [3] [4] [5] [6] (63 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო[2]
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ხელმოწერა
საიტი hajibeyov.com
უზეირ ჰაჯიბეკოვი ვიკისაწყობში
ჰაჯიბეკოვი ოპერაში „ლეილა და მეჯნუნი“, ბაქო, 1908

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და პეტერბურგის კონსერვატორიაში (1914). ჰაჯიბეკოვის პირველმა ოპერამ „ლეილა და მეჯნუნი“ (1908) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: „ასლი და ქერემი“ (1912), „შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ“ (1912, ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა „ქოროღლუ“ (1937, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941); ოპერეტები: „ცოლი და ქმარი“ (1900), „ეს თუ არა, ის“ (1910), „არშინ მალ ალან“ (1913, ამავე სახელმწიფო ფილმისათვის სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1938-1948 იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა 1949-იდან) პროფესორი და დირექტორი. 1931 ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, 1936 — სახელმწიფო გუნდი. 1945-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა „სამშობლო და ფრონტი“, რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: „სენსიზი“ („უშენოდ“) და „სევგილი ჯანანი“ („სატრფო“). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა (1945), სსრკ I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Абасов Э., Оперы и музыкальные комедии Узеира Гаджибекова, Баку, 1961
  • Виноградов В., Узеир Гаджибеков и азербайджанская музыка М., 1938;
  • Касимов К., Узеир Гаджибеков, М., 1945