მაჰა ვაჩირალონგკორნი
მაჰა ვაჩირალონგკორნი (ტაი. มหาวชิราลงกรณ, დ. 28 ივლისი, 1952) — ტაილანდის მეფე ჩაკრის დინასტიიდან. პუმიპონ ადულიადეტის ერთადერთი შვილი. ტახტის დაკავება უნდოდა მამის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ საიდუმლო საბჭოს გადაწყვეტილებით რეგენტად დაინიშნა საბჭოს თავმჯდომარე პრემ ტინსულანონი ვაჩირალონგკორნის ტახტზე ასვლამდე[1]. მაჰა ვაჩირალონგკორნმა ტახტი დაიკავა 2016 წლის 29 ნოემბერს და ეწოდა რამა X.
მაჰა ვაჩირალონგკორნი | |
---|---|
ტაი. มหาวชิราลงกรณ | |
ტაილანდის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 29 ნოემბერი, 2016 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | პუმიპონ ადულიადეტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ივლისი, 1952 |
დაბ. ადგილი: | ბანგკოკი, ტაილანდი |
მეუღლე: |
1. სოამსავალი კიტიიაკარა (1977-1991) 2. იუვადჰიდა პოლპრასეტი (1994-1996) 3. სრირასმი აკჰარაპჰონგპრიჩა (2001-2014) |
შვილები: | 7 |
დინასტია: | ჩაკრის დინასტია |
მამა: | პუმიპონ ადულიადეტი |
დედა: | სირიკიტი |
რელიგია: | ბუდიზმი |
ხელმოწერა: | |
ჯარის სახეობა: | ავიაცია |
მოღვაწეობა: | 1972 წლიდან |
წოდება: |
გენერალი, ადმირალი, ავიაციის მთავარი მარშალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1952 წელს. დაწყებითი განათლება მიიღო ბანგკოკში, შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. 1972 წლიდან ტახტის მემკვიდრეა. 1976 წელს დაასრულა კანბერის სამეფო სამხედრო კოლეჯი, სადაც მიიღო სამხედრო მფრინავის განათლება. 1978 წლიდან მეფის პირადი გვარდიის ბატალიონის, შემდეგ კი პოლკის მეთაურია. 1970-იან წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ ტაილანდში კომუნისტი ამბოხებულების წინააღმდეგ გამართულ საბრძოლო მოქმედებებში და კამბოჯის საზღვარზე ვიეტნამელი პარტიზანების წინააღმდეგ გამართულ ოპერაციებში.