იოანე, სტეფანე და ესაია
იოანე, სტეფანე და ესაია — წმინდათა და მართალთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 17 ნოემბერი (4 ნოემბერი).
იოანე, სტეფანე და ესაია | |
---|---|
წმინდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა.
წმინდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.
საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმინდანთა შორის სულ ოთხი წმინდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის - ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმინდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამდენიმე საუკუნეა აღასრულებს.
როგორც მეცნიერები და მკვლევრები ვარაუდობენ, წმინდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.