ბუდას ციხესიმაგრე

ბუდას ციხესიმაგრე (უნგრ. Budavári Palota) — ისტორიული ციხესიმაგრე და უნგრელი მეფეების სასახლის კომპლექსი ბუდაპეშტში. დაარსდა XIV საუკუნეში, უნგრეთის სამეფოს ანჟუს დინასტიის მიერ. მოგვიანებით, ის დაინგრა და კვლავ მრავალჯერ აშენდა ხელახლა. წარსულში, მას ასევე უწოდებდნენ სამეფო სასახლეს (უნგრ. Királyi-palota) და სამეფო ციხესიმაგრეს (უნგრ. Királyi Vár).

ბუდაპეშტი, მათ შორის დუნაის ნაპირები, ბუდას ციხესიმაგრე, ანდრაშის გამზირი და მეტროს ხაზი 1*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°29′46″ ჩ. გ. 19°02′23″ ა. გ. / 47.49611° ჩ. გ. 19.03972° ა. გ. / 47.49611; 19.03972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 400
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 400
ინგლ.რუს.ფრ.

ბუდას ციხესიმაგრე აშენებულია ე.წ. ციხესიმაგრის ბორცვის სამხრეთ კიდეზე, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ციხესიმაგრის რაიონით (Várnegyed), რომელიც ცნობილია თავის შუა საუკუნეების, ბაროკოს სტილისა და XIX საუკუნის სახლებით, ეკლესიებითა თუ სხვა სამოქალაქო შენობებით. ის დაკავშირებულია კლარკ-ადამის მოედანთან, სეჩენის ჯაჭვის ხიდთან და ციხესიმაგრის ბორცვის ფუნიკულიორთან.

პირველი სამეფო რეზიდენიცია ციხესიმაგრის ბორცვზე 1247 - 1265 წლებში მეფე ბელა IV-მ ააგო. დღევანდელი სიმაგრის უძველესი ნაწილი XIV საუკუნეს მიეკუთვნება და აგებულია სლავონიის ჰერცოგ სტეფანის მიერ, როლელიც უნგრეთის მეფე ლუი I-ის უმცროსი ძმა იყო. ლუის გოტიკური სასახლე სტეფანის ნაგებობის გვერდით, ვიწრო შიდა ეზოს გარშემო მდებარეობდა.

1987 წლიდან, ბუდას ციხესიმაგრე ბუდაპეშტის სხვა მონუმენტებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება