ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი
ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი (უნგრ. budapesti metró) — უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის სისტემა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მეტროა და პირველი კონტინენტურ ევროპაში. შედგება ოთხი ხაზისგან — აქედან ერთი ძველი და სამი ახალია, სამი მათგანი ერთ გადასაჯდომ სადგურ „დეაკ-ფერენც-ტერიზე“ („ფერენც დეაკის მოედანი“) იკვეთებიან. ხაზების საერთო სიგრძეა 38,6 კმ-ია და მასზე 52 სადგურია განლაგებული. სამუშაო დღეებში მეტროს დაახლოებით 1 200 000 ადამიანი გადაჰყავს.
ისტორიარედაქტირება
ბუდაპეშტს, როგორც უნგრეთისა და ტრნსილვანიის დედაქალაქს, მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული როლი ენიჭებოდა ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში. ქალაქის მზარდ მოსახლეობას ხარისხიანი ტრანსპორტი ესაჭიროებოდა და ჯერ კიდევ 1870 წელს უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მეტროპოლიტენის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
სადგურების უმეტესობა დუნაის დაბალ ნაპირზე — პეშტშია განთავსებული. მეტროს ძველი ხაზი (უნგრ. Földalatti (ფიოლდალატი — მიწისქვეშა) კონტინენტურ ევროპაში პირველი სრულფასოვანი მეტროპოლიტენია. მეტროს მშენებლობა 1894 წელს დაიწყო გერმანული კომპანიის Siemens & Halske-ის მიერ ქალაქის პეშტის ნაწილში, დიული ანდრაშის გამზირის გასწვრივ. ხაზი 1896 წელს სამშობლოს მოპოვების (უნგრელების დუნაიზე მოსვლა) 1000 წლის იუბილეზე გაიხსნა.
2013 წლისთვის მეოთხე ხაზის აღჭურვა იგეგმება (12 სადგური, მათ შორის, ორი ახალი გადასაჯდომით), შემდგომ კი მეხუთის.
ხაზები და განვითარებარედაქტირება
ხაზი | ფერი | მარშრუტი | სიგრძე | სადგური | გაიხსნა |
---|---|---|---|---|---|
ყვითელი | ვერეშმარტი-ტერი ↔ მექსიკოი-უტი | 4,4 კმ[1][5] | 11 | 1896 | |
წითელი | დელი-პაიაუდვარი ↔ ერშ-ვეზერ-ტერე | 10,3 კმ[1][6][7] | 11 | 1970 | |
ლურჯი | უიპეშტ-კეზპონტი ↔ კებანია-კიშპეშტი | 17,3 კმ[8] | 20 | 1976 | |
მწვანე | კელენფელდ-ვაშუტალომაში ↔ კელეტი-პაიაუდვარი | 7,4 კმ[4] | 10 | 2014 | |
სულ | 38,6 კმ[შენიშვნა 1] | 52 |
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი საიტზე UrbanRail.Net დაარქივებული 2005-04-13 საიტზე Wayback Machine.
შენიშვნებირედაქტირება
- ↑ The total length listed here does not match the total given in the Infobox due to difference in how the line lengths are calculated, and the references used. In general, it is assumed that the figure given in the Infobox is the more accurate figure for the system's total route length.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 Mátyás Jangel. (September 2010) Közszolgáltatási szerződés, utasjogok, a szolgáltatástervezés és ellenőrzés folyamata a kötöttpályás helyi- és elővárosi közforgalmú közlekedésben Hungarian (pdf) გვ. 10 (and 3). BKV Zrt. Közlekedési Igazgatóság [Directorate of Public Office. Transport]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-28. ციტირების თარიღი: 2015-04-19. Metro usage per day – Line 1: 120,000; Line 2: 405,000; Line 3: 630,000. (Line 4 began operations in 2014, with a 110,000 ridership estimated by Centre for Budapest Transport (BKK) based on the latest year.)
- ↑ Annual Report 2011 (pdf). BKV Zrt. (2011). ციტირების თარიღი: 2013-10-06.
- ↑ Annual Report 2011 (pdf). BKV Zrt. (2011). ციტირების თარიღი: 2013-10-06.
- ↑ 4.0 4.1 New Surface Transport Network Following Start of Metro Line 4 on 29 March 2014. bkk.hu (28 March 2014). ციტირების თარიღი: 2014-03-30.
- ↑ Az M1 Millenniumi Földalatti... Hungarian (pdf). Budapesti Közlekedési Központ (2012). ციტირების თარიღი: 2014-04-02.
- ↑ 2-es metróvonal jellemzői Hungarian. ციტირების თარიღი: 2014-04-02.
- ↑ Árpád Bodnár: A budapesti metró két évtizede ("Two decades of the Budapest Metro"), Városi Közlekedés, Year XXXI, Vol. 3, pp. 119-121, Budapest, 1991
- ↑ András Koós - Tamás Szirmay - Jenő Tiborcz: A budapesti 3-as metróvonal új szakasza ("The new section of Budapest Metro Line 3"), Városi Közlekedés, Year XXXI, Vol. 1, pp. 126-127, Budapest, 1991.