ბუდის ალყა (1686)
ბუდის ალყა | |||
---|---|---|---|
დიდი თურქული ომის ნაწილი | |||
თარიღი | 18 ივნისი — 2 სექტემბერი, 1686 | ||
მდებარეობა | ბუდა | ||
შედეგი | ავსტრიელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ბუდის ალყა ვიკისაწყობში |
ბუდის მეორე ალყა — დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და ანტიოსმალურ კოალიციას, საღვთო ლიგას შორის. მიმდინარეობდა 1686 წელს, დიდი თურქული ომის დროს.
წინარეისტორია
რედაქტირებაბუდა ოსმალთა ბატონობის ქვეშ 1541 წლიდან იყო, მას შემდეგ, რაც სულთანმა სულეიმან I-მა იგი სამთვიანი ალყის შედეგად დაიპყრო. შემდგომში, იგი ოსმალეთის კულტურულ და კომერციულ ცენტრადაც იქცა; რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა.
1683 წელს ოსმალებმა ვენაში შეჭრით წამოიწყეს ომი ჰაბსბურგებთან. ისინი ძალიან ახლოსაც იყვნენ ქალაქის აღებასთან, მაგრამ ვენა პოლონეთის მეფის, იან III სობესკის არმიამ გადაარჩინა. ამის შემდეგ, პაპ ინოკენტი XI-მ გამოთქვა მოსაზრება, რომ შექმნილიყო ანტიოსმალური კოალიცია, რომელიც საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს ოსმალთა ბატონობას ქრისტიანულ სამყაროზე. 1684 წელს შექმნილ „საღვთო ლიგაში“ პოლონეთი, ავსტრია და ვენეცია გაერთიანდნენ (შემდგომში რუსეთიც). კოალიციის შექმნის შემდეგ, საღვთო ლიგის წევრებმა პირველად შემოარტყეს ალყა ბუდას, თუმცა ხუთთვიანი ალყა უშედეგო გამოდგა. გაერთიანებულმა ძალებმა ქალაქის აღება ვერ მოახერხეს.
ალყა
რედაქტირებაწარუმატებელი ალყიდან ორი წლის შემდეგ, კოალიციის წევრებმა კიდევ ერთხელ შემოარტყეს ალყა უნგრეთის სამეფოს დედაქალაქს. ამ შემთხვევაში, მათი არმია გაცილებით მძლავრი იყო და 65 000-დან 100 000-მდე ჯარისკაცისგან შედგებოდა. არმიის შემადგენლობაში იყვნენ გერმანელი, უნგრელი, ხორვატი, ინგლისელი, ესპანელი, ჩეხი, ბურგუნდიელი, იტალიელი, შვედი და დანიელი ჯარისკაცები. აგრეთვე, მოხალისე ოფიცრები და არტილერისტები სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც. ხოლო ქალაქს, პირველი ალყის მსგავსად, დაახლოებით 7 000 მეომარი იცავდა.
საბოლოოდ, ალყა 1686 წლის 18 ივნისს დაიწყო. 27 ივლისს კოალიციის ძალებმა ქალაქზე პირველი ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს, თუმცა ოსმალებმა მტრის უკუგდება მოახერხეს და მას 5 000-იანი დანაკარგი მიაყენეს. 1 აგვისტოს სტამბოლიდან ჩამოვიდა დამხმარე ძალა, რომელსაც დიდი ვეზირი სარი სულეიმან-ფაშა მეთაურობდა. ფაშა ქალაქიდან 4 მილის დაშორებით იყო დაბანაკებული. 14 აგვისტოს ოსმალებმა განახორციელეს შეტევა მოკავშირეთა არმიაზე და თავდაპირველად წარმტებასაც მიაღწიეს, თუმცა მოწინააღმდეგის კონტრშეტევის შედეგად მათ 3 ათასი იანიჩარი დაკარგეს.
20 აგვისტოს სარი სულეიმანს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ქალაქის დახმარების, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა — მდინარე დუნაის გასწვრივ მიმავალი ოსმალთა არმია მთლიანად განადგურდა. 2 სექტემბერს კოალიციის ჯარებმა ბოლო შეტევა განახორციელეს ქალაქზე. გმირულად დაიღუპა ქალაქის დამცველთა მეთაური აბდურაჰიმ აბდი-ფაშა. საღვთო ლიგის ჯარები ქალაქში შევიდნენ და ბუდაზე ოსმალთა 145 წლიანი ბატონობა დაასრულეს, თუმცა ამ ალყის დროს მათ 30 000-მდე მეომარი დაკარგეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Handwörterbuch der gesamten Militärwissenschaften. Bd. IX. — Bielfeld — Leipzig, 1880
- Militär-Conversations-Lexikon. Bd. VI. — Adorf: Verlags Bureau, 1837
- Némedy J. Die Belagerungen der Festung Ofen in den Jahren 1686 und 1849. — Pest, 1853