ინოკენტი XI (ლათ. Innocentius Innocentius Undecimus) ერისკაცობაში ბენედეტო ოდესკალკი (იტალ. Benedetto Odescalchi) (დ. 19 მაისი, 1611, კომო, იტალია — გ. 29 აგვისტო, 1689, რომი, იტალია) — რომის პაპი 1676–1689 წლებში.

ინოკენტი XI

ბიოგრაფია

რედაქტირება

ინოკენტი XI დაიბადა კომოში პატრიციებისა და ბანკირების ცნობილ ოჯახში. ინოკენტი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ასკეტური ბუნებით და მკაცრი ზნეობრივი ხასიათით. ებრძოდა ნეპოტიზმსა და მიკერძოებას საეკლესოა წოდებათა გაცემისას. ინოკენტი XI-ის მთელი პონტიფიკატი გამოირჩევა წინააღმდეგობით ლუი XIV-თან. იგი ეწინააღმდეგებოდა ლუი XIV-ის მიერ ჰუგენოტების სასტიკ სდევნას და გალიკანიზმის განვითარებას. 1683 წლის 31 მარტს დაითანხმა პოლონელი მეფე იან სობიესკი და გერმანელი კაიზერი ლეოპოლდ I და შექმნა წმინდა ლიგა ქრისტიანული ევროპის დასაცავად თურქებისგან, რომელთაც ამდროს უკვე ვენა აქვთ ალყაში მოქცეული. იმავე წლის 12 სექტემბერს ქრისტიანმა ჯარებმა კალენბერგის ბრძოლაში გამარჯვებით არა მარტო ვენას მოუხსნეს ალყა, არამედ თურქებს უნგრეთის საზღვრებს იქითაც კი, ბელგრადამდე დაახევინეს უკან. ცნობამ ამ გამარჯვების შესახებ საქართველომდეც მიაღწია. ამ ფაქტის ერთ-ერთ დასტურას ითვლება გიორგი XI-ის წერილი ინოკენტი XI-ისადმი, მიწერილი 1687 წელს, სადაც კალენბერგის ბრძოლაში გამაჯვებით აღფრთოვანებული ქართლის მეფე მზადყოფნას გამოთქვამს პაპის მორჩილ მეფეებთან ერთად ბრძოლისათვის და აცხადებს, რომ მთელი საქართველოს მხედრობა ელის პაპის ბრძანებას. 1956 წლის 7 ოქტომბერს ინოკენტი XI ნეტარად იქნა გამოცხადებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
კლემენტ X
რომის პაპი

16761689
შემდეგი:
ალექსანდრე VIII