ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმ. Eidgenössische Technische Hochschule Zürich; ფრანგ. École polytechnique fédérale de Zurich; იტალ. Politecnico federale di Zurigo) — უნივერსიტეტი ქალაქ ციურიხში (შვეიცარია). ჩვეულებრივ, ამ უნივერსოტეტს მოიხსენიებენ მისი გერმანული აბრევიატურით — ETH (გამოითქმის „ე-ტე-ჰა“). დაფუძნდა 1854 წელს შვეიცარიის ფედარალური საბჭოს მიერ. ორიენტირებულია ისეთ დისციპლინებზე როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.[8]

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ETH Zürich)
ETH Zürich wordmark.svg
ETH Zürich Logo black.svg
ETH Zürich wordmark.svg
დაფუძნდა 1855
ტიპი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი
რექტორი Günther Dissertori
თავმჯდომარე Joël Mesot
პრეზიდენტი პატრიკ აიბიშერი
სტუდენტი 19 233[1] და 23 420[2]
მდებარეობა ციურიხი
ქალაქი ციურიხი
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კავშირები ORCID[3] , International Alliance of Research Universities, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] , Informationsdienst Wissenschaft[5] , Conference of European Schools for Advanced Engineering Education and Research, arXiv[6] და Open Education Global[7]
https://www.ethz.ch/

2020 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში, ETH მოხვდა მეექვსე ადგილზე, ხოლო ევროპულ უნივერსიტეტებს შორის დაიკავა მეორე ადგილი.[9] 2019 წელს ETH-ს ეკავა მესამე ადგილი საინჟინრო დისციპლინებში (პირველი ადგილი ევროპაში), ხოლო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში — პირველი ადგილი.[10][11]

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით ამ უნივერსიტეტთან აფილირებულია 21 ნობელიანტი, 2 ფილდსის მედლით დაჯილდოებული, 2 პრიცკერის პრემიის ლაურეატი და 1 ტიურინგის ჯილდოს მფლობელი.[12] მათ შორისაა ისეთი გამოჩენილი მეცნიერები როგორიცაა ალბერტ აინშტაინი, ვილჰელმ რენტგენი, და ერვინ შრედინგერი.

სქოლიორედაქტირება

  1. https://www.ethz.ch/content/dam/ethz/common/docs/publications/annual-reports/2014/ETH-Annualreport-2014.pdf
  2. https://ethz.ch/en/the-eth-zurich/portrait/information-material.html
  3. https://orcid.org/members/001G000001G8Z0JIAV-eth-zurich
  4. https://eua.eu/about/member-directory.html
  5. https://idw-online.de/de/institution104
  6. Our Members / Tier 1
  7. https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
  8. „Bericht über den Entwurf zu einem Reglemente für die Eidgenössische polytechnische Schule“ (PDF). Schweizerisches Bundesblatt. Berne, Switzerland: Swiss Federal Council. 6 (39, Bd. 3): 163–182. 21 June 1854 – წარმოდგენილია ethistory.ethz.ch-ის მიერ.
  9. „QS World University Rankings 2020“. Top Universities (ინგლისური). 2019-05-22. ციტირების თარიღი: 2019-05-22.
  10. QS World University Rankings by Subject 2019 - Engineering & Technology. QS Quacquarelli Symonds. ციტირების თარიღი: 2019-03-02.
  11. QS World University Rankings by Subject 2019 - Earth & Marine Sciences. QS Quacquarelli Symonds. ციტირების თარიღი: 2019-03-02.
  12. Portrait en. ციტირების თარიღი: 2019-11-21