ციმერმანის ტელეგრამა

ციმერმანის ტელეგრამა (გერმ. Zimmermann-Depesche) — ტელეგრამა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა გამოიყენა გერმანიის წინააღმდეგ ომის გამოცხადების საბაბად.

ციმერმანის ტელეგრამა

1916 წლის ბოლოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არტურ ციმერმანმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მექსიკა უნდა ჩაბმულიყო ომში გერმანიის მხარეს, იმ შემთხვევაში თუ აშშ ჩაებმეოდა ომში. საიდუმლო ინსტრუქცია გაუგზავნა გერმანიის ელჩს მექსიკაში. ინსტრუქციის თანახმად ელჩს უნდა შეეთავაზებინა მექსიკის მთავრობისთვის აშშ-ის წინააღმდეგ გერმანია-მექსიკის სამხედრო თანამშრომლობის გაფორმება. სანაცვლოდ, გერმანია მექსიკას პირდებოდა დახმარებას აშშ-ის მიერ 1846-1848 წლებში წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას.

ციმერმანის დეპეშა ხელში ჩაუვარდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას და დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ს. 1917 წლის 1 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტმა დეპეშა გამოაქვეყნა. მექსიკის მხარემ განაცხადა, რომ მათ გერმანიის ამ წინადადებას უარით უპასუხეს. თვით ციმერმანმა რაიხსტაგში გამოსვლისასა განაცხადა, რომ მისი დეპეშა წარმოადგენდა მხოლოდ ინსტრუქციას, აშშ-ის მიერ გერმანიისთვის ომის გამოცხადების შემთხვევაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება