ენდრუ ჯექსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ენდრიუ ჯექსონი)

ენდრუ ჯექსონი (ინგლ. Andrew Jackson; დ. 15 მარტი, 1767 — გ. 8 ივნისი, 1845) — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის მე-7 პრეზიდენტი (1829-1837), დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

ენდრუ ჯექსონი
Andrew Jackson
ენდრუ ჯექსონი Andrew Jackson
აშშ-ის მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1829 – 4 მარტი, 1837
ვიცე-პრეზიდენტი  ჯონ კელჰუნი (1829-1832),
არავინ (1832-1833),
მარტინ ვან ბურენი (1833-1837)
წინამორბედიჯონ კუინსი ადამსი
მემკვიდრემარტინ ვან ბურენი

ფლორიდის პირველი გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1821 – 21 ნოემბერი, 1821
პრეზიდენტიჯეიმზ მონრო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 სექტემბერი, 1797 – აპრილი, 1798
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1823 – 14 ოქტომბერი, 1825

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 დეკემბერი, 1796 – 26 სექტემბერი, 1797

დაბადებული15 მარტი, 1767
ლანკასტერ ქაუნტი, სამხრეთი კაროლინა
გარდაცვლილი8 ივნისი, 1845
ნეშვილი, ტენესი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული პარტია
მეუღლერეიჩელ ჯექსონი
საქმიანობაპროკურორი, მოსამართლე, ფერმერი, ჯარისკაცი (გენერალი)
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შოტლანდიელ-ირლანდიური ემიგრანტის ოჯახში. სისტემატური განათლება არ მიუღია. მუშაობდა ადვოკატად სამხრეთ კაროლინაში, 1788 ტენესის პროკურორად დანიშნეს. მონაწილეობა მიიღო ტენესის ძირითადი კანონების შედგენაში (1796), შემდეგ ამ შტატის წარმომადგენელი იყო კონგრესში. ერთი ხნით ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას. ინგლის-ამერიკის ომის დაწყებისას, 1812 წელს ჯექსონი ტენესის შტატის პოლიციის უფროსად დანიშნეს გენერალ-მაიორის ჩინით, შემდეგ მთელი ჯარის სათავეში დააყენეს; 1815 წელს ნიუ-ორლეანთან სასტიკად დაამარცხა ინგლისელები. 1821 წელს ფლორიდის (რომელიც ესპანელებს წაართვეს) პირველი გუბერნატორი გახდა. ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაუცველად მიანიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჯექსონის პორტრეტი გამოსახულია 20 დოლარიან ბანკნოტზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: