ინგლის-ამერიკის ომი

შეიარაღებული კონფლიქტი აშშ-სა და ბრიტანეთის იმპერიის შორის

ინგლის-ამერიკის ომი – მიმდინარეობდა 1812-1814 წლებში, გამოიწვია, ერთი მხრით, ინგლისის მისწრაფებამ მოეშალა აშშ-ის ვაჭრობა და ეკონომიკა, მეორე მხრით, აშშ-ის გარკვეული წრეების პოლიტიკამ – გაეფართოებინათ თავისი სამფლობელოები (დაეპყროთ კანადა). ომის უშუალო საბაბი გახდა ინგლისის ფლოტის მიერ ამერიკის გემების ჩხრეკა და მიტაცება. 1812 წლის 18 ივნისს აშშ-მა ომი გამოუცხადა ინგლისს. ამერიკულმა კაპერებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ინგლისი გემებს, მაგრამ კანადაში შეჭრის ცდა მარცხით დამთავრდა. ინგლისელებმა ისარგებლეს თავისი საზღვაო უპირატესობით და ბლოკადაში მოაქციეს აშშ-ის სანაპირო. 1814 წლის 24 აგვისტოს ისინი გადავიდნენ ნაპირზე და გადაწვეს ქალაქი ვაშინგტონის დიდ ნაწილი. ამერიკელებმა გაიმარჯვეს შამპლეინის ტბაზე (1814 წლის სექტემბერი) და ახალ ორლეანთან (1815 წლის 8 იანვარი) ბრძოლებში (საზავო ხელშეკრულების დადების ამბავი სამხედრო სარდლობამ ჯერ არ იცოდა). 1814 წლის 24 დეკემბერს დაიდო გენტის ხელშეკრულება, რომელმაც აღადგინა ომამდელი მდგომარეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება