თანსუ ჩილერი
თანსუ ჩილერი (თურქ. Tansu Penbe Çiller; დ. 24 მაისი 1946) — თურქი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი თურქეთის ისტორიაში.
თანსუ ჩილერი | |
თურქეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივნისი 1993 – 6 მარტი, 1996 | |
პრეზიდენტი | სულეიმან დემირელი |
წინამორბედი | სულეიმან დემირელი |
მემკვიდრე | მესუთ ილმაზი |
დაბადებული | 24 მაისი, 1946 სტამბოლი, თურქეთი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ბილეჯიქის პროვინციის გუბერნატორის ოჯახში, წარმოშობით მუსლიმი აჭარლების ოჯახში. დაამთავრა სტამბოლის ეკონომიკური სკოლა. კონექტიკუტის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი.
კარიერა
რედაქტირებაპოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო 1990 წლის ნოემბრიდან, ჭეშმარიტი გზის პარტიის რიგებში გაწევრიანებით. 1991 წელს აირჩიეს დეპუტატად სტამბოლიდან, დაიკავა ეკონომიკის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სულეიმან დემირელის კოალიციურ მთავრობაში. 1993 წლის 13 ივნისიდან პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრია. სახალხო რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლის შემდეგ 1995 წელს სცადა ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა, მაგრამ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც კვლავ დასთანხმდა სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად ახალი მთავრობის ფორმირებას. 1996–1997 წწ. ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობა.
2002 წელს არჩევნებში მარცხის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას.
გათხოვილია ოზერ ჩილერზე და ჰყავს 2 შვილი.