თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია
თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია (თურქ. Cumhuriyet Halk Partisi) — პოლიტიკური პარტია თურქეთის რესპუბლიკაში. უჭირავს მემარცხენე–ცენტრისტული პოზიცია.
სახალხო რესპუბლიკური პარტია | |
---|---|
Cumhuriyet Halk Partisi | |
![]() | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ქემალ ქილიჩდაროღლუ |
ისტორია | |
დაფუძნდა | 9 სექტემბერი, 1923 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ქემალიზმი, ნაციონალიზმი, სეკულარიზმი, სოციალ-დემოკრატია |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სოციალისტური პარტია (ასოცირებული წევრი) |
საერთაშორისო აკრედიტაცია | სოციალისტური ინტერნაციონალი |
ფერები | წითელი, თეთრი |
შტაბ-ბინა |
Anadolu Bulvarı 12 ანკარა, თურქეთი |
![]() |
ისტორიარედაქტირება
დაარსდა სივასის კონფერენციაზე, როგორც ანატოლიაში საბერძნეთის შემოჭრის მოწინააღმდეგეთა კავშირი. 1923 წლის 9 სექტემბერს სახალხო პარტია ოფიციალურად ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ხოლო თურქეთში რესპუბლიკის დამყარების შემდეგ 1924 წლის 10 ნოემბერს ეწოდა სახალხო რესპუბლიკური პარტია. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციაში მიიღო ხმების 22 % და 112 ადგილი თურქეთის პარლამენტში.
პარტიის ლიდერებირედაქტირება
- ქემალ ათათურქი დამაარსებელი (1919–1938)
- ისმეთ ინენიუ – (1938–1972)
- ბიულენთ ეჯევითი – (1972–1980)
- დენიზ ბაიკალი – (1992–1995)
- ჰიქმეთ ჩეთინი – (1995)
- დენიზ ბაიკალი –(1995–1999)
- ალთან ეიმელი – (1999–2000)
- დენიზ ბაიკალი –(2000–2010)
- ქემალ ქილიჩდაროღლუ –(2010–დღემდე)
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- სრპ–ის საიტი (თურქულ ენაზე) დაარქივებული 2011-02-24 საიტზე Wayback Machine.