ისმეთ ინენიუ (თურქ. Mustafa İsmet İnönü; დ. 24 სექტემბერი, 1884, იზმირი, თურქეთი — გ. 25 დეკემბერი, 1973, ანკარა, თურქეთი) — თურქეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, თურქეთის მე-2 პრეზიდენტი. ქემალ ათათურქის შემცვლელი.

ისმეთ ინენიუ
ისმეთ ინენიუ
თურქეთის პრეზიდენტის გერბი თურქეთის მე-2 პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი 1938 – 22 მაისი 1950
წინამორბედიქემალ ათათურქი
მემკვიდრეჯელალ ბაიარი

დაბადებული24 სექტემბერი 1884
იზმირი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი25 დეკემბერი, 1975 (91 წლის)
ანკარა
თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნებათურქი
პოლიტიკური პარტიასახალხო რესპუბლიკური პარტია
მეუღლემევჰიბე ინენიუ
რელიგიამუსლიმი
ხელმოწერა

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

წარმოშობით ქურთი ისმეთ ინენიუ დაიბადა 1884 წლის 24 სექტემბერს ქალაქ იზმირში, ოსმალეთის იმპერიის ჩინოვნიკის ოჯახში. 1903 წელს დაამთავრა სტამბოლის სამხედრო ინჟინრების საიმპერატორო სკოლა, შემდეგ კი საარტილერიო სასწავლებელი. სამხედრო სამსახური დაიწყო ბალკანეთში. 1908 წელს ახალგაზრდა თურქების რევოლუციის დროს იყო ათათურქის ახლო თანამებრძოლი. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიისა და პალესტინის ფრონტებზე მუსტაფა ქემალის დაქვემდებარებაში, სადაც მიაღწია პოლკოვნიკის ჩინს. 1915 წლის ოქტომბრიდან მე-2 არმიის შტაბის უფროსია, შემდეგ მე-20 და მე-3 საარმიო კორპუსების სარდალი. პირველი მსოფლიო ომის ბოლო მსახურობდა სამხედრო მინისტრის სამდივნოში. ომის დასრულებისა და ბრიტანელების მიერ სტამბოლის ოკუპაციის შემდეგ მიემხრო მუსტაფა ქემალის მიერ ანატოლიაში დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობას და დაინიშნა ანატოლიაში მოქმედი ე. წ. ნაციონალური ძალების მეთაურად, შემდეგ კი დიდი ეროვნული კრების მთავრობის დასავლეთის ფრონტის სარდლად. მიენიჭა გენერლის ჩინი. 1922-1923 წლებში ხელმძღვანელობდა თურქეთის დელეგაციას ლოზანის სამშვიდობო კონფერენციაზე.[1] 1922-24 წლებში მუშაობდა თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დასრულებისას ხელმძღვანელობდა თურქეთის დელეგაციას მუდანიისა და ლოზანის კონფერენციებზე. რესპუბლიკური მმართველობის დამყარების შემდეგ გახდა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი და ეს თანამდებობა ეკავა 1937 წლამდე, ხოლო ათათურქის გარდაცვალების შემდეგ 1938 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად და ამ თანამდებობაზე დარჩა 1950 წლამდე. 1950 წელს თავი დაანება პოლიტიკურ ცხოვრებას, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნდა 1960 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ და ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი 1961–1965 წლებში. პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა 1972 წელს.

გარდაიცვალა 1973 წლის 25 დეკემბერს, ანკარაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ქემალ ათათურქი
თურქეთის პრეზიდენტი

19381950
შემდეგი:
ჯელალ ბაიარი
  1. მამულია გ., სეფიაშვილი ნ., „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან: დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან, თბ.: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024, გვ. 82.