თურქეთის სახელმწიფო გადატრიალება (1960)
თურქეთის სახელმწიფო გადატრიალება — პირველი სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში. მოხდა 1960 წლის 27 მაისს. გადატრიალებაში მონაწილეობდა 37 ახალგაზრდა ოფიცერი, რომელთაც ხელმძღვანელობდა აფარსლან თიურქეში და გენერალი ჯემალ გიურსელი. გადატრიალება მიმართული იყო 1960 წელს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ.