ჯელალ ბაიარი
მაჰმუდ ჯელალ ბაიარი (დ. 16 მაისი, 1883 — გ. 22 აგვისტო, 1986) — თურქი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. თურქეთის მე–3 პრეზიდენტი.
ჯელალ ბაიარი | |
თურქეთის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მაისი 1950 – 27 მაისი 1960 | |
პრემიერ-მინისტრი | ადნან მენდერესი |
წინამორბედი | ისმეთ ინენიუ |
მემკვიდრე | ჯემალ გურსელი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი 1937 – 25 იანვარი 1939 | |
წინამორბედი | ისმეთ ინენიუ |
მემკვიდრე | რეფიქ საიდამი |
დაბადებული | 16 მაისი 1883 ბურსა ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 22 აგვისტო, 1986 (103 წლის) სტამბოლი თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
რელიგია | მუსლიმი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1883 წელს სოფელ უმურბეიში (ბურსას პროვინცია), რელიგიური მოღვაწისა და მასწავლებლის ოჯახში, სკოლის დამთავრების შემდეგ ბაიარმა მუშაობა დაიწყო ქალაქ გემლიკის სასამართლოში კლერკად.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება- 1908 — შეუერთდა ახალგაზრდა თურქების პოლიტიკურ ორგანიზაციას "პროგრესისა და ერთობის კომიტეტს" (თურქ. «İttihad Terakki Cemiyeti»).
- 1919— აირჩიეს ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატად სარუხანიდან (ახლანდელი მანისა).
- 1920 — ბაიარი გადავიდა ანკარაში და შეუერთდა მუსტაფა ქემალ ათა თურქს და თურქეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას.
- 1921 — გახდა ეკონომიკის მინისტრი.
- 1922 — თურქეთის დელეგაციის წევრი ლოზანის კონფერენციაზე.
- 1923 — დეპუტატი იზმირიდან
- 1924 — დააარსა საქმიანი ბანკი (თურქ. Türkiye İş Bankası) და იყო მისი გენერალური დირექტორი 1932 წლამდე.
- 1937–1939 — თურქეთის პრემიერ–მინისტრი.
- 1945 — დატოვა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია.
- 1946 — ადნან მენდერესთან ერთად დააარსა თურქეთის დემოკრატიული პარტია (თურქ. Demokrat Parti), რომელმაც 1950 წლის არჩევნებში მიიღო 408 ადგილი 487–დან.
- 1950–1960 — თურქეთის პრეზიდენტი (მთელი ეს პერიოდი პრემიერ–მინისტრი იყო ადნან მენდერესი).
- 1960 — დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად და დააპატიმრეს.
- 1966 — მოხდა მისი რეაბილიტაცია.
- 1986 — გარდაიცვალა 103 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: ისმეთ ინენიუ |
თურქეთის პრეზიდენტი 1950 – 1960 |
შემდეგი: ჯემალ გურსელი |