ზენონის ჰენოტიკონი

ჰენოტიკონი ანუ შეერთების წერილი გამოსცა იმპერატორმა ზენონმა იმ იმედით, რომ შეართებდა დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს, მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთი მხარე ვერ დაკმაყოფილდა. მხოლოდ ზოგიერთმა მოაწერა ხელი, ისიც იმპერატორის მოთხოვნით, დანარჩენებმა კი იმპერატორს დასდეს ბრალი საეკლესიო მრწამსის თავხედურ კარნახში.

ჰენოტიკონში მოცემული სამი პუნქტი ასე გამოიყურება:

  1. სრული დაგმობა ნესტორისა და ევტიქისი.
  2. სრული აღიარება წმინდა კირილეს "თორმეტი ანათემისა ნესტორის წინააღმდეგ".
  3. ხმარებიდან ამოღება სიტყვისა "ბუნება" და წინადადებებისა, სადაც აღნიშნულია რომ ქრისტეს აქვს ერთი ან ორი ბუნება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება