ზენონი (ბიზანტია)
ზენონი (დ. დაახლ. 435 — გ. 9 იანვარი, 491) — ბიზანტიის იმპერატორი 474—475 და 476—491 წლებში.
ზენონი | |
---|---|
Flavius Zeno | |
ზენონის გამოსახულება მონეტებზე | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: |
17 ნოემბერი 474 აგვისტო 476 |
მმართ. დასასრული: |
9 იანვარი 475 9 აპრილი 491 |
წინამორბედი: | ლეონ II |
მემკვიდრე: |
ბასილისკოსი ანასტასიოს I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 425 |
დაბ. ადგილი: | ისავრია |
გარდ. თარიღი: | 9 აპრილი 491 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
დინასტია: | ლეონიდების (თრაკიული) |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
იყო ისავრიელი მხედართმთავარი, რომელიც იმპერატორმა ლეონ I-მა დაიახლოვა, დაარქვა სახელად ზენონი და მიათხოვა თავისი ქალიშვილი არიადნე. რომაული საზომით ის იყო ბარბაროსი, რაც იწვევდა უკმაყოფილებას ხალხში. ამით ისარგებლა ლეონ I-ის მიერ აფრიკული კატასტროფისათვის შერისხულმა ბასილისკოსმა. რომელიც იყო იმავე ლეონის ცოლისძმა და არიადნეს ბიძა და აუჯანყდა ზენონს, რომელიც იძულებული გახდა გაქცეულიყო კონსტანტინოპოლიდან, თუმცა ხელს გააყოლა ხაზინაც. ბასილისკოსმა ვერ მოიპოვა პოპულარობა ხალხში და ზენონმა ინტრიგების საშუალებით, უბრძოლველად 20 თვის შემდეგ დაიბრუნა ტახტი. ხოლო თავის მოქიშპეებზე სასტიკად იძია შური.
თავისი მმართველობის პერიოდში ზენონს მოუხდა კიდევ რამდენიმე, მის წინააღმდეგ მიმართული, აჯანყების ჩახშობა. ყველაზე სახიფათო მათ შორის იყო 479 წელს დასავლეთ რომის იმპერატორ ანტემიუსის ვაჟის მარკიანეს აჯანყება. მარკიანე, ამავე დროს, იყო ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს შვილიშვილი. რომელიც, ასევე, დაამარცხა და გადაასახლა კილიკიაში.
ზენონის მმართველობას დაემთხვა დასავლეთ რომის იმპერიის საბოლოო დაცემა. თუმცა, თვითონ ბევრი იღვაწა აღმოსავლეთის იმპერიის სტაბილურობისათვის.
გადმოცემის მიხედვით ეპილეფსიის შეტევის შედეგად უგონოდ მყოფი იმპერატორი მისი ცოლის არიადნეს ბრძანებით გამოაცხადეს გარდაცვლილად და ცოცხლად დამარხეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, გვ. 479, თბ., 2006 წელი.
წინამორბედი: ლეონ II |
ბიზანტიის იმპერატორი 474- 475 |
შემდეგი: ბასილისკოსი |
წინამორბედი: ბასილისკოსი |
ბიზანტიის იმპერატორი 476- 491 |
შემდეგი: ანასტასიოს I |