კაიწონი
კაიწონი — ციხესიმაგრე საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. სავარაუდოდ, მდებარეობდა მდინარე ინჯასუს ხეობის ზემო წელზე (სომხეთი). სომხეთის წყაროების მიხედვით, კაიწონი აგებულია X საუკუნის II ნახევარში, კაენისა და ბოლნისის ციხეებთან ერთად, მაგრამ არის მოსაზრება, რომ კაიწონი უფრო ადრინდელი ხანისა უნდა იყოს. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკიანი ბაგრატუნების სამფლობელო იყო, XI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიას გადაეცა, XII საუკუნიდან საქართველოს სამეფოს ფარგლებში მოექცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 322.