ვარდან დადიანი
ვარდან დადიანი — საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის II ნახევარში. თამარ მეფის კარზე ეჭირა ჯერ ჩუხჩარხის თანამდებობდა, შემდეგ მსახურთუხუცესობა. დადიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გიორგი რუსის გასამეფებლად დიდგვაროვანთა მიერ მოწყობილ აჯანყებაში. მისი თაოსნობით გამოიყვანეს გიორგი ტაოდან დასავლეთ საქართველოში და მეფედ აკურთხეს. აჯანყების დამარცხების შემდეგ დადიანმა დაკარგა მსახურთუხუცესობა და ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3;
- ბერძენიშვილი ნ., ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;
- ინგოროყვა პ., რუსთაველიანას ეპილოგი, თხზ. კრ., ტ. 1, თბ., 1963;
- სოსელია ო., სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 329.