გამრეკელი თორელი
გამრეკელი კახას ძე თორელი, XIII საუკუნის 30-40-იანი წლებში მოღვაწე, ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი. 30-იან წლებში სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად მიენდო მონღოლებს, რომლებმაც თორელს დაუტოვეს მისი სამამულე და სახელო ქვეყნები. 1245 წელს თორელი მონღოლებმა, ერთ-ერთი დუმნის (ჯავახეთი და სამცხე კარნუ-ქალაქამდე) თავად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში მონღოლთა წინააღმდეგ. მომხრე იყო დავით ლაშას ძის გამეფების. 40-იანი წლების შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაკაბაძე ს., მიქელ კათალიკოსის დაწერილი ორი სიგელი XIII საუკუნისა, «საისტორიო მოამბე», 1945, ტ. 1;
- მუსხელიშვილი ლ., თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B;
- შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966;
- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 693.