ახსითან I, აგრეთვე ცნობილი როგორც აბუ-ლ-მუზაფარ მანუჩაჰრ ახსითან ბენ-ქესრანი (ქართული წყაროების მიხედვით აღსართან შირვანშა) — შირვანშაჰი 1149-1203 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან. მისი მმართველობის დროს შირვანის სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა და გაფართოვდა. ახსითან I-ს ახლო დინასტიური კავშირი ჰქონდა საქართველოს სამეფო კართან, იგი გიორგი III-ის დისწული იყო. შირვანი მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს ყმადნაფიცად ითვლებოდა. XII საუკუნის 60-იან წლებში შირვანს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიანი მფლობელები. ახსითანმა დახმარება სთხოვა გიორგი III-ს, რომელმაც 1167 წლს აიღო შაბურანი და დარუბანდი, თავის ვასალს გადასცა და ამით შირვანის ჩრდილოეთი საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყო. 1192 წელს, როდესაც სამხრეთ აზერბაიჯანის ათაბაგმა აბუბექრმა შირვანი დალაშქრა და ახსითან I და მისი ძმა ამირ-მირმანი გააძევა, ახსითან I-მა დახმარებისათვის კვლავ საქართველოს მიმართა. 1195 წელს საქართველოს ლაშქარმა დაამარცხა აბუბექრი შამქორის ბრძოლაში და უკუაგდო იგი.

ახსითან I

ახსითან I-ის მონეტა, რომელიც მოჭრილია შემახაში 1175–1194 წლებში
შირვანშაჰი
კორონაცია: 1160
მმართ. დასაწყისი: 1160
მმართ. დასასრული: 1197
წინამორბედი: აფრიდუნ II
მემკვიდრე: შაჰანშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: შემახა
გარდ. თარიღი: 1197
გარდ. ადგილი: შემახა
სრული სახელი: Jalallad Douwla val Din Abul-Muzaffar Malik Al-Muazzam Akhsitan
დინასტია: ქესრანიდები
მამა: მანუჩაჰრ III

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 109.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ. 1965
ახსითან I
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1197
წინამორბედი:
აფრიდუნ II
შირვანშაჰი
1160-1197
შემდეგი:
შაჰანშა