მანუჩაჰრ III
მანუჩაჰრ III (დ. ? — გ. 1160, შემახა) — შირვანის მე-19 დამოუკიდებელი შაჰი 1120-1160 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან[1]. მანუჩაჰრ III-მ საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის დახმარებით, რომლის ქალიშვილი თამარიც ცოლად ჰყავდა, განდევნა სელჩუკები ქვეყნიდან. მანუჩაჰრ III-ის მმართველობის ხანა შირვანის კულტურის აყვავების ხანა იყო, ამ დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პოეტები და სწავლულები: აბუ ლ-ალა განჯევი, ფალექი შირვანი, ხაკანი შირვანი და სხვები.
მანუჩაჰრ III | |
---|---|
შირვანშაჰი | |
კორონაცია: | 1120 |
მმართ. დასაწყისი: | 1120 |
მმართ. დასასრული: | 1160 |
წინამორბედი: | აფრიდუნ I |
მემკვიდრე: | აფრიდუნ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | შემახა |
გარდ. თარიღი: | 1160 |
გარდ. ადგილი: | შემახა |
მეუღლე: | თამარი |
შვილები: |
ახსითან I; ფარუხზად I; შაჰანშა; აფრიდუნ II; ფარიბურზი |
სრული სახელი: | Abul Huja Fakhraddin Al-Malik Manuchehr |
დინასტია: | ქესრანიდები |
მამა: | აფრიდუნ I |
1160 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — აფრიდუნ II გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 416.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
მანუჩაჰრ III დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1160
| ||
წინამორბედი: აფრიდუნ I |
შირვანშაჰი 1120-1160 |
შემდეგი: აფრიდუნ II |