აფრიდუნ I
აფრიდუნ I, აგრეთვე ცნობილი როგორც აფრიდუნ მოწამე (დ. 1046 — გ. 1120) — შირვანის მე-18 შაჰი 1106-1120 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან[1].
აფრიდუნ I | |
---|---|
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1106 |
მმართ. დასასრული: | 1120 |
წინამორბედი: | მანუჩაჰრ II |
მემკვიდრე: | მანუჩაჰრ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1046 |
დაბ. ადგილი: | შემახა |
გარდ. თარიღი: | 1120 |
გარდ. ადგილი: | შემახა |
შვილები: | მანუჩაჰრ III |
დინასტია: | ქესრანიდები |
მამა: | ფარიბურზ I |
რელიგია: | ისლამი |
1063 წლის მარტში, შედადიანმა მმართველმა — აბუ ლ-ასვარ შავურ I-მა შირვანის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ფარიბურზ I-მა, რომელიც მოქმედებისთვის უძლური იყო, საკუთარი შვილი — აფრიდუნ I დახმარების სათხოვნელად სარირის მმართველთან გაგზავნა. სარირის მმართველმა მის მოთხოვნას თავი აარიდა და არ დააკმაყოფილა, სამი თვის შემდეგ კი — აფრიდუნი შირვანში დაბრუნდა[2]. 1066 წლის 30 იანვარს, ფარიბურზ იბნ სალარმა იგი დერბენტის მმართველად დანიშნა[3]. 1068 წლის ივლისში, აფრიდუნ I-მა დერბენტი დატოვა და შირვანში დაბრუნდა.
ცნობილია, რომ იგი „ურწმუნოების“ წინააღმდეგ ბრძოლისას გარდაიცვალა[4], რის გამოც, მას „მოწამე“ უწოდეს. შირვანშაჰმა საკუთარი შვილი — მანუჩაჰრ III დავით აღმაშენებლის ასულზე — თამარზე დააქორწინა. აფრიდუნის მცდელობები, საქართველოში შესაჭრელად წარუმატებელი აღმოჩნდა.
გარდაიცვალა 1112 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მანუჩაჰრ III გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bosworth, C. E. (1968). „The Political and Dynastic History of the Iranian World (A.D. 1000–1217)“, The Cambridge History of Iran, Volume 5: The Saljuq and Mongol periods. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 1–202. ISBN 0-521-06936-X.
- Minorsky, Vladimir (1958). A History of Sharvān and Darband in the 10th-11th Centuries. University of Michigan, გვ. 1–219. ISBN 978-1-84511-645-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
- ↑ Minorsky 1958, p. 34.
- ↑ Minorsky 1958, pp. 34–35.
- ↑ Пaxoмoв. Kpaткий кypc... c.3l.
აფრიდუნ I დაიბადა: 1046 გარდაიცვალა: 1120
| ||
წინამორბედი: ფარიბურზ I |
შირვანშაჰი 1106-1120 |
შემდეგი: მანუჩაჰრ III |