აღწერა საქართველოში 1254

აღწერა საქართველოში 1254 წელს — მონღოლთა მიერ სამხედრო და ფინანსური მიზნით ჩატარდა. აღიწერა საქართველოს მამრობითი სქესის მოსახლეობა 15-60 წლის ასაკისა, აგრეთვე პირუტყვი, მოძრავი ქონება, ყანები, ვენახები და სხვა. აღწერის შედეგად მონღოლებმა 90 ათ. მეომარი შეაწერეს საქართველოს იმ ანგარიშით, რომ ყოველ 9 სრული ფუძის მქონე გლეხს ერთი მოლაშქრე უნდა გამოეყვანა. ამ ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ იმ დროს საქართველოს სამეფოში 5 მლნ-მდე მცხოვრები უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება