სამშვილდის შემოერთება

სამშვილდის შემოერთება — სამეფო ხელისუფლების მიერ საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაძლიერება-ცენტრალიზაციისათვის გატარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

1110 წელს დავით IV აღმაშენებელი ლიხთ-იმერეთს გადავიდა, რითაც მტრის ყურადღება მოადუნა. ამ დროს გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა თავისი დისწულის თევდორეს, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალის აბულეთისა და ივანე ორბელის დახმარებით მტერს სამშილდე წაართვა. სამშვილდე ძლიერი ციხე იყო და სამხრეთიდან ამაგრებდა თბილისს. ამასთან სამხრეთის სავაჭრო გზაც ამ ქალაქზე გადიოდა. საქართველოს ფეოდალური მონარქიის მიერ ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის შეერთებამ სელჩუკებს თავზარი დასცა, ციხეები დატოვეს და გაიქცნენ. სამშვილდესთან ერთად ამავე წელს საქართველოს შეუერთდა სომხითის ბევრი ციხე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 47.
  • მარგიშვილი ს., „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ“, თბილისი: „სიესტა“, 2006, ISBN 99940-881-9-X.
  • მეტრეველი რ., დიდნი საქმენი (XI საუკუნის მეორე ნახევრისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი), თბილისი, 1978;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბილისი, 1965;