საბედიანო
საბედიანო — ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინი, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა შემოიტანა სამეცნიერო ლიტერატურაში XV საუკუნის II ნახევარში ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს აღსანიშნავად. მომდინარეობს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული დადიანთა წოდებისგან „ბედიანი“. მეცნიერის აზრით, 1470-1475 წლებში საბედიანო მოიცავდა საკუთრივ ოდიშს, აფხაზეთსა და გურიას. ბოლო წლების სამეცნიერო ლიტერატურაში საბედიანოს არსებობა ეჭვის ქვეშაა დაყენებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 548.