ოთარ ჯანელიძე
ოთარ ჯანელიძე (დ. 24 მაისი, 1954) — ქართველი ისტორიკოსი და პედაგოგი.
ოთარ ჯანელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 მაისი, 1954 (70 წლის) |
დაბ. ადგილი | საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1954 წლის 24 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციის, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებს.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „უკრაინის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტობა 1900-1917 წლებში“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1999 წელს - „საქართველოს ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ისტორია 1917-1923 წწ.“
არის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ლაურეატი, 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ბულგარულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნოე რამიშვილი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერი, თბ., პეტიტი, 2015, ISBN 978-9941-9422-6-6
- პოსტსაბჭოთა სინამდვილის ორი დისკურსი: წარსულის პოლიტიზება და ისტორიისინსტრუმენტალიზაცია, თბ., მწიგნობარი, 2014, ISBN 978-9941-450-60-0
- ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., საარი, ISBN 978-9941-427-76-3
- უკანასკნელი თერგდალეული : ნიკო ნიკოლაძე, თბ., უნივერსალი, ISBN 978-9941-17-147-5
- საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია : მე-19 ს. დამდეგიდან დღემდე, თბ., უნივერსალი, 2009, ISBN 978-9941-12-545-4
- ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბილისი, მეცნიერება, 2002, ISBN 99928-962-0-5
- ნიკო ნიკოლაძე : ბიოგრაფიიდან ამოხეული ფურცლები, თბი., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998, ISBN 5-511-00895-8
- საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან, თბ., ნიკე, 1997.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2014 წ., 23 მაისი-5 ივნისი, № 19, გვ. 11;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული, № 19, თბ., 2020, გვ. 671-673