ვოლფრამ ფონ ეშენბახი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვოლფრამ ფონ ეშენბახი (გერმანულად: [ˈvɔlfʁam fɔn ˈɛʃn̩bax]; დ. დაახლ. 1160/80 — გ. დაახლ. 1220) — გერმანელი რაინდი, პოეტი და კომპოზიტორი, მიჩნეულია შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეპიკურ პოეტად. მინესანგის მსგავსად, ვოლფრამიც ქმნიდა ლირიკულ პოეზიას.

ვოლფრამის პორტრეტი Codex Manesse-დან, დაახლ. 1300

ცხოვრება

რედაქტირება
 
ვოლფრამის ქანდაკება, აბენბერგში, ბურგ აბენბერგის ციხესიმაგრეში.

ვოლფრამის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. არ არსებობს ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც მას ახსენებენ. „პარსიფალში“ ის ახსენებს სიტყვებს „wir Beier“ („ჩვენ ბავარიელები“); მისი ნაწარმოებების დიალექტი აღმოსავლეთ ფრანკონულია. ამ და სხვა გეოგრაფიული ცნობების გათვალისწინებით მიიჩნევა, რომ ეშენბახი ანსბახის მახლობლად, დღევანდელ ბავარიაში, დაიბადა. თუმცა, მტკიცებულებები საკამათოა.

მანესის ხელნაწერში ნაჩვენები გერბი მომდინარეობს XIV საუკუნის მხატვრის ფანტაზიიდან, რომელიც ხატავს წითელი რაინდის ფიგურას პარციფალში და არ აქვს ჰერალდიკური კავშირი ვოლფრამთან. ვოლფრამის ნაშრომი მიუთითებს რამდენიმე შესაძლო მფარველზე (ყველაზე საიმედოდ ჰერმან I თიურინგიელი), რაც ნიშნავს, რომ იგი, სიცოცხლის განმავლობაში მსახურობდა რამდენიმე სასამართლოში. სავარაუდოდ, არ იყო მდიდარი ადამიანი, რადგან მის ნაშრომებში ხშირად ახსენებდა საკუთარ სიღარიბეს. [1]

თავის პარციფალში ვოლფრამი აცხადებს, რომ წერა-კითხვის უცოდინარია. თომას მანისჯადოსნურ მთაში“ აღნიშნულია, რომ „შუა საუკუნეების უდიდესმა პოეტმა, ვოლფრამ ფონ ეშენბახმა, არც კითხვა იცოდა და არც წერა“ [2] და კათოლიკური ენციკლოპედია აღნიშნავს: „ვოლფრამი თავის პარციფალში ცალსახად გვეუბნება, რომ არც კითხვა იცოდა და არც წერა. მისი ლექსები იწერებოდა კარნახით. მისი ცოდნა იყო უფრო ვრცელი და მრავალფეროვანი, ვიდრე ზუსტი. მან რა თქმა უნდა იცოდა ფრანგული, მაგრამ არასრულყოფილად, რადგან სახელები რომლებსაც ის თავის პარსიფალ-ში იყენებს, ხშირად მეტყველებს ფრანგული სიტყვებისა და ფრაზების გაუგებრობაზე.” [3]

ნაშრომები

რედაქტირება

პარციფალი

რედაქტირება

ვოლფრამი დღეს ყველაზე ცნობილია თავისი პარციფალით, რომელიც ზოგჯერ ითვლება უდიდეს გერმანულ არტურიულ რომანად, რომელიც დაფუძნებულია კრეტიენ დე ტროას დაუმთავრებელ პერცევალი, გრაალის ამბავზე. ეს არის პირველი შემორჩენილი ნაწარმოები გერმანულ ენაზე, რომლის საგანი არის წმინდა გრაალი (ვოლფრამის ინტერპრეტაციით, ძვირფასი ქვა). ლექსში, მთხრობელი გამოხატავს ზიზღს კრეტიენის დაუმთავრებელი ზღაპრის ვერსიის მიმართ და აცხადებს, რომ მისი წყარო იყო პროვანსელი პოეტი, სახელად კიოტი.

ტიტურელი და ვილჰელმი

რედაქტირება

ვოლფრამი არის ორი სხვა ნარატიული ნაწარმოების ავტორი: ფრაგმენტული ტიტურელი და დაუმთავრებელი ვილჰელმი. ეს ორივე შედგენილია პარციფალის შემდეგ, რაც მტკიცდება იმით, რომ ტიტურელში იხსენიება ჰერმან I-ის სიკვდილი, რაც მიჩნეულია 1217 წლის შემდგომ მოვლენად. ტიტურელი შედგება ორი ფრაგმენტისგან, რომელიც მოგვითხრობს შიონატულანდერისა და სიგუნეს შესახებ (საყვარლები, რომლებიც უკვე პარციფალში იყვნენ ნახსენები). პირველი ფრაგმენტი ეხება მთავარ გმირებს შორის სიყვარულის დაბადებას, მეორე ფრაგმენტი კი სრულიად განსხვავებულია. შიონატულანდერი და სიგუნე ტყეში მარტონი არიან, როდესაც მათ სიმშვიდეს მოულოდნელად არღვევს იდუმალი ძაღლი, რომლის ლაგამი შეიცავს ლალით დაწერილ ამბავს. სიგუნე მოწადინებულია ამბის წასაკითხად, მაგრამ ძაღლი გარბის. შიონატულანდერი მიემგზავრება მის საპოვნელად, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით პარციფალიდან, ის მცდელობისას კვდება.

ვილჰელმი, დაუმთავრებელი ლექსი, რომელიც დაფუძნებულია ძველ ფრანგულ შანსონ დე გესტზე, მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო და დაცულია 78 ხელნაწერში. იგი ვითარდება ქრისტიანებსა და სარკინოზებს შორის რელიგიური ომების ფონზე. ამავე სახელწოდების გმირი ვილჰელმი იტაცებს სარაცენის პრინცესას, ქრისტიანობას იღებს და ცოლად მოიყვანს მას. სარკინოზების მეფე ჰკრებს ჯარს თავისი ქალიშვილის გადასარჩენად. პოემას აქვს შუა საუკუნეების ლიტერატურის მრავალი გამორჩეული თვისება: ქრისტიანების გამარჯვება გაცილებით დიდ სარკინოზების არმიაზე, ახალგაზრდა რაინდი ვივიანის, ვილჰელმის ძმისშვილის შემაშფოთებელი სიკვდილი და რაინდული სიმამაცისა და სულიერი სიწმინდის სარკე.

ლირიკული პოეზია

რედაქტირება

ვოლფრამის ცხრა შემორჩენილი სიმღერა, რომელთაგან ხუთი „ცისკრის სიმღერებია“, მინესანგის შედევრად ითვლება. ცისკრის სიმღერები მოგვითხრობს რაინდის ისტორიას, რომელიც ღამეს ატარებს საყვარელ ქალბატონთან, მაგრამ გამთენიისას შეუმჩნევლად უნდა გაიქცეს. ძირითადად, ქალბატონი აღვიძებს რაინდს დილით, მაგრამ ზოგჯერ ამ მისიას გუშაგი ასრულებს. მელოდიები არ შემორჩენილა. მას დღემდე უკავშირდება ორი მელოდია, შვარცერ თონი, რომელიც ვოლფრამს მიეწერება მე-14 საუკუნის ხელნაწერში და ფრაგმენტული და დაუმთავრებელი ეპიკური ტიტურელი (1217 წლის შემდეგ), რთული ოთხსტრიქონიანი სტროფის ფორმით, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა შემდგომ პოეზიაში. [4]

პარზივალის 84 შემორჩენილი ხელნაწერი, როგორც სრული, ისე ფრაგმენტული, მიუთითებს ვოლფრამის მთავარი ნაწარმოების უზარმაზარ პოპულარობაზე მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში. ბევრი მათგანი მოიცავს გაგრძელებას, რომელიც დაწერილია 1240-იან წლებში ულრიხ ფონ ტიურჰაიმის მიერ სათაურით რენევარტი. დაახლოებით 1272 წელს პოეტმა, სახელად ალბრეხტმა, დაუმთავრებელი ტიტურელი აიღო და გააფართოვა. ზოგადად, ვარაუდობენ, რომ ეს ნაწარმოები ეკუთვნის ალბრეხტ ფონ შარფენბერგს და რომელიც ავრცობს ვოლფრამის ნარატიულ პიროვნებას. ეს ნამუშევარი მოიხსენიება როგორც Jüngere Titurel (ახალგაზრდა ტიტურელი).

ვოლფრამის შესახებ ხელახალი აღმოჩენები იწყება 1753 წელს შვეიცარიელი მეცნიერის იოჰან იაკობ ბოდმერის მიერ პარციფალის თარგმანის გამოქვეყნებით. პარციფალი იყო მთავარი წყარო, რომელიც რიხარდ ვაგნერმა გამოიყენა თავისი ოპერის, პარსიფალის, ლიბრეტოს დაწერისას. თავად ვოლფრამი ჩნდება ვაგნერის სხვა ოპერაშიც, ტანჰაუზერის პერსონაჟად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Chisholm 1911.
  2. Thomas Mann, The Magic Mountain, trans. H.T. Lowe-Porter (New York: Alfred A. Knopf, 1946), p. 522; translation first published in 1927, the original published in 1924.
  3. The Catholic Encyclopedia. (1913).
  4. Wolfram von Eschenbach at the Oxford Music Online