ჯადოსნური მთა
„ჯადოსნური მთა“ (გერმ. Der Zauberberg) — თომას მანის რომანი, პირველად გამოცემული 1924 წელს. ითვლება, რომ „ჯადოსნურ მთას“ XX საუკუნის გერმანულ ლიტერატურაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი — მის პაროდიადაც.
მწერალი სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას იკვლევს. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე.