ყვარყვარე II
ყვარყვარე II ჯაყელი (დ. 1416 – გ. 1498) — სამცხის ათაბაგი (1451-1498), ივანე II-ის ძე. იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. სცადა ჩამოეშორებინა მესხეთის ეკლესია საქართველოს საკათოლიკოსოსაგან, მაგრამ ვერ შეძლო. ყვარყვარე II დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან.
ყვარყვარე II | |
---|---|
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1451 |
მმართ. დასასრული: | 1498 |
წინამორბედი: | აღბუღა II |
მემკვიდრე: | ქაიხოსრო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1416 |
გარდ. თარიღი: | 1498 |
შვილები: |
ქაიხოსრო I მზეჭაბუკი მანუჩარ I |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | ივანე II |
XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად აქტიურად იღვწოდა თურქმანთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ცდის ჩაშლის შემდეგ საქართველოში შინაფეოდალური ომები გაჩაღდა. 1465 წელს ყვარყვარე II თავს დაესხა მთავრის დასამორჩილებლად თავფარავანზე დაბანაკებულ საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს და დაატყვევა. ამ ბრძოლას მოჰყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და გიორგი VIII-ისა კახეთში. 1479 წელს ყვარყვარე II წარმატებით შეებრძოლა შემოჭრილ თურქმანებს, 1491 წელს კი საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ქ. არზრუმი აიღო და მოხარკედ გაიხადა. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ვარძიის ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 638.
წინამორბედი: აღბუღა II |
სამცხის ათაბაგი 1451 - 1498 |
შემდეგი: ქაიხოსრო I |