ივანე II (სამცხის ათაბაგი)
ივანე II ჯაყელი — სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391-1444 (ვახუშტის მიხედვით), ბექა II-ის ძე. თავდაპირველად საქართველოს მეფე გიორგი VII-თან ერთად იბრძოდა თემურლენგის წინააღმდეგ. დაახლოებით 1400-1401 განუდგა გიორგი VII-ს და დამპყობელს დამორჩილდა. ცდილობდა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლესიო დამოუკიდებლობა, მაგრამ წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი. ივანე II-ის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ბოლო მოეღო ალექსანდრე I დიდის მტკიცე პოლიტიკამ. 1414 მეფესთან ბრძოლაში (ასპინძასთან, კოხტასთავს) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ალექსანდრე I-მა ერთგულების ფიცი დაადებინა და ათაბაგობა დაუბრუნა.
ივანე II | |
---|---|
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1391 |
მმართ. დასასრული: | 1444 |
წინამორბედი: | აღბუღა I |
მემკვიდრე: | აღბუღა II |
გარდ. თარიღი: | 1444 |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | ბექა II |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ისტორია XI-XV სს., თბ., 1949;
- მისივე, ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 89.
წინამორბედი: აღბუღა I |
სამცხის ათაბაგი 1391 - 1444 |
შემდეგი: აღბუღა II |