ლუდოვიკო ბოლონიელი
ლუდოვიკო ბოლონიელი — მარონიტების ორდენის იტალიელი მისიონერი და ნუნციუსი აღმოსავლეთის ქვეყნებში. დაწინაურდა პაპ კალიქსტუს III-ის დროს, რომელმაც იგი აღმოსავლეთში გაგზავნა და დაავალა ნიადაგი მოესინჯა აღმოსავლეთის ქრისტიან და არაქრისტიან მბრძანებელთა ანტიოსმალურ კოალიციაში გასაერთიანებლად. ლუდოვიკო ბოლონიელმა ორჯერ იმოგზაურა აღმოსავლეთში. 1459 წელს იგი დაბრუნდა რომში ანტიოსმალურ კოალიციაში შესაძლო მონაწილე ქვეყნების ელჩებთან ერთად, რომლებიც 1460 წელს რომში პაპ პიუს II-ს წარუდგინა. ზოგიერთი ცნობით, 1460 წელს ლუდოვიკო ბოლონიელი პიუს II-მ თბილისელ კათოლიკეთა ეპისკოპოსად დანიშნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 304.