ივანე აბულეთისძე

(გადამისამართდა გვერდიდან აბულეთისძე, ივანე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულეთისძე.

ივანე აბულეთისძე — კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის I ნახევარში. 1124 დავით აღმაშენებელმა აბულეთისძე მამასთან, აბულეთთან, ერთად ანისის გამგებლად დანიშნა. დემეტრე I-ის მეფობაში აბულეთისძემ თურქთაგან გაათავისუფლა დმანისი. თამარის პირველი ისტორიკოსი მოიხსენიებს როგორც გამოჩენილ სარდალსა და თურქებთან მრავალი ბრძოლის მონაწილეს. პოლიტიკური უთანხმოების გამო დემეტრე I-ის ბრძანებით მოკლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება