მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია
მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია — X-XI საუკუნეების ეკლესია სვანეთში. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხვარიშში, ლატალის თემში.
მაცხოვრის ამაღლების სახელზე აშენებული ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველად მას სამხრეთიდან გარშემოსავლელი ჰქონია (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია შიგნით კედელკამარიანად მოხატულია. ეკლესიის სახელწოდებიდან წარმოდგება სოფლის სახელიც — მაცხვარიში. ტაძარს შემორჩა ორნამენტებით შემკობილი ძველი ხის კარები. ფრესკული წარწერების საფუძველზე დადგენილია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ესე იგი 1140 წელს, „ხელითა მიქაელ მაღლაკელისათა“. ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 511.
- ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, დაბრუნება, ტ.2, თბ., 1991
- Долидзе И. Мацхвариши // Православная энциклопедия. — М. : Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2016. — Т. XLIV : «Маркелл II — Меркурий и Паисий». — С. 417-419. — 752 с. — 30 000 экз. — ISBN 978-5-89572-051-6.