მაცხვარიში

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

მაცხვარიშისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემი (სოფლები: იენაში, იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი, ლაჰილი, ლელბაგი, ლეშუკვი, მაცხვარიში, ნანყვამ-ზაგრალი, სიდიანარი, შყალერი). მდებარეობს მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1360 მ, მესტიიდან 9 კმ.

სოფელი
მაცხვარიში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ლატალი
კოორდინატები 43°00′50″ ჩ. გ. 42°37′11″ ა. გ. / 43.01389° ჩ. გ. 42.61972° ა. გ. / 43.01389; 42.61972
ცენტრის სიმაღლე 1360
მოსახლეობა 185[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მაცხვარიში — საქართველო
მაცხვარიში
მაცხვარიში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მაცხვარიში

სოფლის მახლობლად, გორაკზე შემორჩენილია XI საუკუნის დასასრულის — XII საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ერთნავიანი ეკლესია. თავდაპირველად მას სამხრეთიდან გარშემოსავლელი ჰქონია (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია შიგნით კედელკამარიანად მოხატულია. წარწერიდან ირკვევა, რომ კედლები XII საუკუნის დასაწყისში მოუხატავს მიქაელ მაღლაკელს. ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 185 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 320 150 170
2014[1]   185 93 92

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II