იამბიკო
იამბიკო, იამბიკონი (ბერძ. ἰαμβικός) — ძველი ბერძნული პოეზიის სალექსო ზომა, რომელიც ეყრდნობა ორმარცვლიან ტერფთა ანუ „იამბთა“ გარკვეულ რაოდენობას.
ბერძნული პოეზია
რედაქტირებაძველ ბერძნულ პოეზიაში: ლექსი, რომელიც იამბებისაგან შედგება და სახუმარო, დაცინვითი შინაარსისაა.
ქართული პოეზია
რედაქტირებაძველ ქართულ სასულიერო პოეზიაში გვხვდება როგორც ხუთმუხლიანი და თორმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი, რომლის ყოველი სტრიქონი მახვილით ან ცეზურით ორ ნაწილად იყოფა. ასე მაგალითად ბერძნულის გავლენით აღმოცენებული ქართული ქორეული (ხორე) იამბიკო 60 მარცვლიანია, შედგება 5 თორმეტმარცვლიანი ტაეპისაგან.
ძველ ქართულ ჰიმნოგრაფიაში იამბიკო X საუკუნიდან გვხვდება იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, მიქაელ მოდრეკილის, ეზრასა და სხვათა შემოქმედებაში. ქართული იამბიკოსათვის დამახასიათებელია კიდურწერილბა. XI საუკუნიდან ქართულ იამბიკოში ჩნდება რითმა (ბერენას, დემეტრე I-ის საგალობლები). იამბიკური 12 მარცვლიანი ტაეპი გახლეჩილია ორ არათანაბარ (5 და 7 მარცვალი) ნაწილად. იამბიკოს შესანიშნავი ნიმუშია მეფე დემეტრეს (1125-1159) ცნობილი საგალობლის („შენ ხარ ვენახი“) ბოლო ხუთტაეპიანი სტროფი. იამბიკო როგორც ლიტურგიკული კანონი, გაყოფილია რვა „გალობად“. თითოეულ „გალობაში“ არის ოთხი სტროფი, ხოლო სტროფი ზოგჯერ ხუთზე მეტ ტაეპს შეიცავს (იმის მიხედვით თუ რმდენი ასოა იამბიკოს აკროსტიქში).
ლიტერატურა
რედაქტირება- უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბილისი, 1989, მესამე შესწორებული და შევსებული გამოცემა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლექსიკონი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.