არკადი ასტვაცატუროვი
(გადამისამართდა გვერდიდან ასტვაცატუროვი, არკადი)
არკადი იაკობის ძე ასტვაცატუროვი (დ. 20 ივნისი [ ძვ. სტ. 3 ივლისი ], 1910, სოფ. ქარელი — გ. 5 ივნისი, 1975, თბილისი) — საბჭოთა ეპოქის მეცნიერი, სამშენებლო მექანიკის სპეციალისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1950), მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967), სკკპ წევრი 1942 წლიდან. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკის კათედრაზე. ასტვაცატუროვის შრომები ეხება თაღოვან სისტემათა სიმტკიცისა და მდგრადობის თეორიის საკითხებს.
თხზულებები
რედაქტირება- სამშენებლო მექანიკა, ნაწ. 1 - 3, თბ., 1954-1963;
- Расчет мостовых апок с верикальными и наклонными подвесками, М., 1952
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 643.