დროშის დღედროშასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც მიძღვნილია რომელიმე კონკრეტული დროშის აღმართვას (როგორიც არის სახელმწიფო დროშა) ან დღე, რომელიც განკუთვნილია ისეთი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, როგორიც სახელმწიფოს მიერ მისი ამჟამინდელი დროშის მიღებაა.

ფარერის კუნძულების 50-ე დროშის დღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა

დროშის დღეები ჩვეულებრივ ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვრება (მათ შორის საქართველოშიც), თუმცა ზოგ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურის დადგენილებაც საკმარისია მის დასანიშნად. კანონი ან დადგენილება შეიძლება განსაზღვავდეს თუ სად და რა სახით აღიმართება დროშა.[1]

დროშის დღეები მსოფლიოში

რედაქტირება
ქვეყანა/ტერიტორია/კონტინენტი თარიღი დეტალები
  ავღანეთი 19 აგვისტო დამოუკიდებლობის დღე, 1919.
  ალბანეთი 28 ნოემბერი დამოუკიდებლობის დღე, 1912.
  არგენტინა 20 ივნისი ამჟამინდელი დროშის ავტორის, მანუელ ბელგრანოს გარდაცვალების წლისთავი.
  არუბა 18 მარტი დროშის დღე. აღინიშნება 1976 წლის 18 მარტს ეროვნული დროშის მიღება.
  ავსტრალია 3 სექტემბერი ავსტრალიის ეროვნული დროშის დღეს აღინიშნება ავსტრალიის დროშის პირველად აფრიალება 1901 წელს.
  აზერბაიჯანი 9 ნოემბერი 2009 წელს დამტკიცებული, სახელმწიფო დროშის დღე, 1918 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის დროშის მიღების აღსანიშნავად.[2][3]
  ალანდის კუნძულები აპრილის ბოლო კვირა დღე ალანდის დროშის მიღების აღსანიშნავად.
  ბოლივია 17 აგვისტო დროშის დღე. ქვეყნის პირველი დროშის შექმნის ასაღნიშნავად.
  ბრაზილია 19 ნოემბერი დროშის დღე; 1889 წელს მიღებული დროშის ასაღნიშნავად.
  კანადა
15 თებერვალი
21 იანვარი[4][5]
კანადის ეროვნული დროშის დღე აღნიშნავს 1965 წლის 15 თებერვალს, კანადის დროშის მიღებას.
კვებეკის დროშის დღე[6] (ფრანგულად: Jour du Drapeau) აღნიშნავს კვებეკის დროშის პირველ აფრიალებას, 1948 წლის 21 იანვარს.
  კოლუმბია 20 ივლისი
7 აგვისტო
დამოუკიდებლობის დეკლარაცია (1810) (აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული); ბოიაკას ბრძოლა (1819)
  კიურასაო 2 ივლისი Dia di Bandera („დროშის დღე“). 1984 წლის 2 ივლისს ეროვნული დროშის მიღების ასაღნიშნავად
  დანია 15 ივნისი 1219 წელს, ლინდანიზეში გამართული ვალდემარის ბრძოლის წლისთავის ასაღნიშნავად, სადაც ლეგენდის თანახმად დანიის დროშა („Dannebrog“) ციდან ჩამოვარდა. ეს თარიღი აგრეთვე 1920 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული პლებისციტის შედეგად დანიის მიერ ჩრდილოეთ სლესვიგის დაბრუნების წლისთავია.
  ეკვადორი 26 სექტემბერი „ეროვნული დროშის დღე“ ("Dia de la Bandera Nacional"). თარიღი, როდესაც 1860 წელს, ტრიკოლორი პირველად აღიმართა.
  ესტონეთი 4 ივნისი "Eesti lipu päev" (ეროვნული დროშის დღე). 1884 წელს, ესტონეთის დროშის კურთხევის თარიღი.[7]
  ევროპის კავშირი 9 მაისი ევროპის დღე მიძღვნილია შუმანის დეკლარაციის ასაღნიშნად.
  ფინეთი მისომარის დღე "Suomen lipun päivä", "Finlands flaggas dag" („ფინეთის დროშის დღე“) ყოველწლიურად აღინიშნება 1934 წლიდან. ფინეთში ასევე სხვა რამდენიმე დროშის დღეც არის.
  ფარერის კუნძულები 25 აპრილი მეორე მსოფლიო ომის დროს ფარერის კუნძულების ბრიტანული ძალების მიერ ოკუპაციის შემდეგ, 1940 წელს 25 აპრილს დროშის მიღების ასაღნიშნად.
  საქართველო 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, აღინიშნება 2004 წლის 14 იანვარიდან, დროშის მიღების დღის ასაღნიშნად.[8]
  საბერძნეთი 27 ოქტომბერი Ημέρα της σημαίας („imera tis simeas“, დროშის დღე).
  ჰაიტი 18 მაისი 1803 წელს, არკაჰაიეს კონფერენციაზე (Arcahaye Conference) ჰაიტის დროშის შექმნის ასაღნიშნად.
  ჰონდურასი 1 სექტემბერი
  ინდოეთი 7 დეკემბერი ინდოეთში შეიარაღებული ძალების დროშის დღე აღინიშნება ჯარისკაცების, მფრინავების და მეზღვაურების საპატივსაცემლოდ. ეს დღე იმ მოვლენის ასაღნიშნადაა, როდესაც ინდოელმა ხალმა შემოწირულობები გაიღეს ინდოეთის შეიარაღებული ძალების კეთილდღეობისთვის. ეს დღე ყოველწლიურად 1949 წლის 7 დეკემბრიდან აღინიშნება.
  იტალია 7 იანვარი Festa del tricolore („ტრიკოლორის ფესტივალი“) აღნიშნავს იტალიის მიერ 1797 წელს, ამჟამინდელი დროშის მიღებას.
  ლიბერია 24 აგვისტო დროშის დღე. დღესასწაული პირველად 1847 წლის კონვენციის შემდეგ აღინიშნა, როდესაც ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა ახალი რესპუბლიკის წარმოქმნასთან ერთად, მისი დროშის დიზაინიც დაამტკიცეს.[9]
  ლიტვა 1 იანვარი Vėliavos diena („ველიავოს დიენა“, დროშის დღე) აღინიშნება 1919 წელს ლიტვის დროშის აღმართვას გედიმინასის კოშკზე.
  ქურთისტანი 17 დეკემბერი დროშის დღე („رۆژی ئاڵای کوردستان“) აღინიშნება 1945 წლის 17 დეკემბერს, ქურთისტანის დროშის აღმართვას მაჰაბადის რესპუბლიკაზე.
  მაკედონია ყოველი თვის 1-ლი და მე-15 რიცხვი Ден на македонското знаме („დენ ნა მაკედონსკოტო ზნამე“, მაკედონიის დროშის დღე). აღინიშნება დროშის მიღების საპატივსაცემლოდ.[10]
  მექსიკა 24 თებერვალი
  მოლდოვა 27 აპრილი
  ნორვეგია 17 მაისი აღინიშნება 1814 წლის 17 მაისს ხელმოწერილი ნორვეგიის კონსტიტუცია. ამჟამად, ნორვეგიის ეროვნული დღესასწაულია.
  პაკისტანი 11 აგვისტო ამ დღეს, ეროვნულმა ასამბლეამ პაკისტანის დროშა მიიღო.
  პერუ 7 ივნისი აღინიშნება არიკას ბრძოლა და ალფონსო უგარტე მსხვერპლი.
  ფილიპინები 28 მაისი - 12 ივნისი Araw ng Watawat („არაუ ნგ უატაუატ“ დროშის დღე), 1898 წელს მომხდარი რევოლუციის აღნიშვნა, სადაც პირველად პირველად იქნა გამოყენებული ფილიპინების აჟამინდელი დროშა.
  პოლონეთი 2 მაისი 2004 წელს შემოღებული დღესასწაული, რომელიც ბერლინის ბრძოლაში Siegessäule-ს დროშ during the Battle of Berlin.
  პორტუგალია 1 დეკემბერი დღესასწაული 1910 წელს შემოიღეს, ის რესტაურადორიშის სკვერზე, დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავზე დროშის აღმართვას აღნიშნავს.
  რუმინეთი 26 ივნისი დღესასწაული შემოიღეს 1998 წელს, მისით აღინიშნება ვლახეთის პროვინციული მთავრობის № 1 დადგენილება, რომელმაც ლურჯ-ყვითელ-წითელი ტრიკოლორი ეროვნულ დროშად დაამტკიცა.
  რუსეთის ფედერაცია 22 აგვისტო აღინიშნება 1991 წლის პუტჩის მცდელობისას რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი დროშის აღმართვა რუსეთის უმაღლესი საბჭოს შენობაზე.
  სლოვენია 7 აპრილი აღინიშნება 1848 წელს, ლიუბლიანაში, ვოლფოვას 8 ნომერში, ეროვნული დროშის პირველი აღმართვის წლისთავი.
  შვედეთი 6 ივნისი Svenska flaggans dag (შვედეთის დროშის დღე), აღინიშნება გვიანი XIX საუკუნიდან. 1983 წლიდან შვედეთის ეროვნული დღესასწაულია.
  შრი-ლანკა 4 თებერვალი დამოუკიდებლობის დღე („შრი-ლანკის დროშის ეროვნული დღე“). 1948 წლიდან შრი-ლანკსი ეროვნული დღესასწაულია.
  თურქმენეთი 19 თებერვალი აღინიშნება საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება და ეროვნული დროშის მიღება.
  უკრაინა 23 აგვისტო День Державного прапора („ძენ ძერჟავნოჰო პრაპორა“, ეროვნული დროშის დღე") — აღინიშნება ეროვნული დროშის მიღება, დღესასწაული 2004 წელს შემოიღეს.[11]
  აგს 6 ნოემბერი
  დიდი ბრიტანეთი
  • 23 აპრილი
  • 30 ნოემბერი
  • 1 მარტი
  • 17 მარტი
  აშშ 14 ივნისი დროშის დღე, აღინიშნება 1777 წლის 14 ივნისს, აშშ-ის დროშის მიღება.
  ვიეტნამი 11 მარტი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე, შემოიღეს 1945 წლიდან.[12]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Gammage, Jeff (2008-06-14). „Flag Day loses importance but lives on in Phila“. Philadelphia Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-20. ციტირების თარიღი: 2008-06-14.
  2. Azerbaijan sets National Flag Day. Today.az. ციტირების თარიღი: 2010-05-22.
  3. „Azerbaijan marks National Flag Day“. Today.az. November 9, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: November 14, 2012.
  4. Jour du drapeau დაარქივებული 2009-06-26 საიტზე Wayback Machine. on the Mouvement national des Québécoises et des Québécois' website. (ფრანგული)
  5. Loi sur le drapeau et les emblèmes du Québec დაარქივებული 2012-11-14 საიტზე Wayback Machine. (Law on the flag and the emblems of Québec) on the Quebec Government's website. (ფრანგული)
  6. An Act respecting the flag and emblems of Québec, R.S.Q. c. D-12.1. CanLII. ციტირების თარიღი: 2009-04-10.
  7. Estonian Holidays in 2010. Estonian Foreign Ministry. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2011. ციტირების თარიღი: December 19, 2010.
  8. (ქართული ენა) საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ დაარქივებული 2011-09-21 საიტზე Wayback Machine. ("Law of Georgia on the State Flag of Georgia"). January 14, 2004. Parliament of Georgia. Accessed January 14, 2012.
  9. Liberia's Flag Day
  10. Macedonia got Flag Day დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. – Macedonian
  11. Ukraine celebrates National Flag Day, Xinhua News Agency (23 August 2012)
    Ceremony of hoisting Ukraine's national flag held at presidential administration, Kyiv Post (23 August 2011)
    Україна відзначає День Державного прапора On Tuesday, August 23, all of Ukraine celebrates National Flag Day. Measures to raise the national flag are planned throughout the country. დაარქივებული 2013-08-01 საიტზე Wayback Machine. , 1+1 (23 August 2011)
  12. Vua Bảo Đại đã công bố bản Tuyên Ngôn Độc Lập ?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-21. ციტირების თარიღი: 2015-01-14.