ავსტრალიის დროშაავსტრალიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მისი თავდაპირველი დიზაინი შეირჩა 1901 წელს და პირველად აფრიალდა მელბურნში ამავე წლის 3 სექტემბერს. 1902 წელს, მეფე ედუარდ VII-მ მოიწონა თავდაპირველისაგან უმნიშვნელოდ განსხვავებული დიზაინის დროშა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, დროშის ზუსტი დეტალები შეიცვალა რამდენიმეჯერ, როგორც განზრახულად, ასევე უწესრიგობის შედეგად. დღევანდელი დეტალები ოფიციალურად მთავრობის ბიულეტინში გამოქვეყნდა 1934 წელს და 1954 წელს, პარლამენტის სტატუტის მიერ დროშა მიჩნეულ იქნა როგორც „ავსტრალიის ეროვნული დროშა“.

ავსტრალიის დროშა

დროშის ლურჯ ფონზე გამოსახულია გაერთიანებული სამეფოს დროშა (ზედა მარცხენა კუთხეში), მის ქვეშ კი ფართო შვიდქიმიანი ვარსკვლავი, როგორც ბრიტანეთის თანამეგობრობის სიმბოლო. მარჯვენა მხარეს განლაგებული ხუთი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი პატარაა ხუთქიმიანი, დანარჩენი ოთხი კი შედარებით დიდი, შვიდქიმიანი, განასახიერებს თანავარსკვლავედ სამხრეთის ჯვარს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება