პლებისციტი
პლებისციტი — კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად[1]. ისევე, როგორც რეფერენდუმი, პლებისციტიც სახალხო ხელისუფლების განხორციელების უშუალო დემოკრატიის ფორმაა, თუმცა მათ შორის არსებობს განსხვავება. კერძოდ, მაშინ, თუ რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული, პირდაპირი მოქმედების ძალა და საბოლოოა[2], პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა[3]. გარდა ამისა, რეფერენდუმი იმართება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე[4], მაშინ, როცა პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ამომრჩეველთა, ასევე მათი ნაწილის აზრის გასაგებად[1]. ტერმინი მომდინარეობს ძველი რომაული პოლიტიკური პრაქტიკიდან, სადაც იგი აღნიშნავდა მდაბიოების მიერ გამართულ კენჭისყრას ამა თუ იმ საკითხზე[5]. პლებისციტს საქართველოში ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი[6].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაპლებისციტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ლექსიკონი
ლიტერატურა
რედაქტირება- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
- ა. დემეტრაშვილი; ი. კობახიძე (2010). კონსტიტუციური სამართალი. თბილისი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 8¹ მუხლის პირველი პუნქტი.
- ↑ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
- ↑ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 8¹ მუხლის მე-3 პუნქტი.
- ↑ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი.
- ↑ „პლებისციტი“. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 8¹ მუხლის მე-2 პუნქტი.