იტალიის დროშა — იტალიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს სამფეროვან ქსოვილს. ფერები განლაგებულია ვერტიკალურად, შემდეგი თანმიმდევრობით: მწვანე, თეთრი, წითელი.დროშის ამჟამინდელი ვერსია გამოიყენებოდა 1946 წლის 9 ივნისიდან და ოფიციალურად მიღებულ იქნა 1948 წლის 1 იანვარს.

იტალიის დროშა

დროშის ისტორია

რედაქტირება

იტალიის დროშა მიღებული იქნა ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ და დიზაინით ახლოს იყო საფრანგეთის დროშასთან. პირველად გამოყენებული იქნა 1797 წელს.