შუმანის დეკლარაცია
შუმანის დეკლარაცია (საბჭოთა პერიოდში ეწოდებოდა შუმანის გეგმა) — საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერ შუმანის წინადადება საფრანგეთისა და დასავლეთ გერმანიის ქვანახშირის, სამთო და მეტალურგიული მრეწველობების გაერთიანების შესახებ. პროექტის განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით. 9 მაისი დღე, როდესაც შუმანმა წარმოთქვა თავისი სიტყვა ევროპაში ყოველდღიურად აღინიშნება, როგორც ევროპის დღე, ხოლო თავად რობერ შუმანი ევროპის კავშირის ერთ-ერთ მამამთავრად მიიჩნევა.
შუმანის დეკლარაცია | |
---|---|
დეტალები |