ივლისი
ივლისი (ლათ. Julius) — გრიგორიანული კალენდრის მეშვიდე თვე. ივლისში 31 დღეა.
<< | ივლისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
სახელი ეწოდა იულიუს კეისრის მიხედვით, რომელიც ამ თვეში იყო დაბადებული; ადრე მას ერქვა Quintilis, „მეხუთე“. ივლისის ძველი წარმართული კალენდრით — თიბისა, ხალხური სახელწოდებანია მკათათვე და კვირიკობისთვე. სულხან-საბას მიხედვით ადრე ავი და კვინტოლიონიც ეწოდებოდა.
ივლისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
ივლისის ზოდიაქოს ნიშნებია კირჩხიბი და ლომი.
ივლისი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც აპრილი ჩვეულებრივ წლებში, და იანვარი — ნაკიან წელში.
თიბისა
რედაქტირებაკორნელი კეკელიძე თიბისას 2 ივნისი — 1 ივლისით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „თიბისაჲ“ (თთუე), წმინდა ქართული სახელია, მაჩვენებელი იმ სეზონისა, როდესაც თიბვას აქვს ადგილი. მნიშვნელობით ეს იგივეა რაც სომხური „მარგაც“ („მარგა“ — მინდორი, ველი).
„პავლეს მაჴჳლითა თავი მოეკუეთა ოცდამეათექუსმეტესა წელს მაცხოვრისა ვნებასა, კეთილი ღუაწლი მოიღუაწა ჰრომეს შინა მეხუტესა დრესა პანემოსსა თთუესა, რომელსა ჰრქჳან ჰრომაებრ უწინარჱს სამთა კალენდათა ივლიოზისათა, რომელ არს თიბისაჲ... თთუესა ივნისსა, რომელ არს თიბისაჲ, ოცდამეცხრესა დღესა შევისწავლე ჭეშმარიტად ჟამი იგი წამებისაჲ პავლე მოციქულისაჲ[3].“
|
ივლისის თვის საზეიმო დღეები
რედაქტირება- კანადის დღე კანადაში (1 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში (4 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე ვენესუელაში (5 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე არგენტინაში (9 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე პერუში (28 ივლისი)
- ბასტილიის დღე საფრანგეთში (14 ივლისი)
- ტურ დე ფრანსი ტარდება მთელი თვის განმავლობაში.
ივლისის მნიშვნელოვანი მოვლენები
რედაქტირება- 64 : რომის დიდი ხანძარი.
- 306 : კონსტანტინე I-ს მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
- 622 : მუჰამედი (კალ. არაბულად სურათზე) იწყებს ჰიჯრას მექადან მედინაში, რაც დასაბამს აძლევს ისლამურ კალენდარს.
- 987 : ჰუგო კაპეტი გახდა საფრანგეთის მეფე, კაპეტინგების დინასტია დაიწყო
- 1099 : ჯვაროსნებმა იერუსალიმი დაიკავეს.
- 1625 : მარაბდის ბრძოლა
- 1762 : ეკატერინე II-ს გამეფება.
- 1776 : აშშ-მ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1789 : ბასტილიის აღება. დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.
- 1806 : საღვთო რომის იმპერიის დაშლა და რაინის კონფედერაციის წარმოქმნა.